თამარ სურგულაძე, ოზურგეთი:
_ არ ვიცი, ვერ გეტყვით.
ნინო წიკლაური, ოზურგეთი:
_ რა თქმა უნდა, შრომის შესაბამისად. სამწუხაროდ, დღეს, საქართველოში საჯარო მოხელეებს დაკარგული აქვთ ფასი და მიწასთან არიან გასწორებულნი.
ლელა ყაზაიშვილი, ოზურგეთი:
_ მუშაობის შესაბამისად, ანუ რა დატვირთვაც აქვთ, იმის მიხედვით.
თემურ დოლიძე, ოზურგეთი:
_ საქმის მიხედვით.
კახა პატარაია, ლანჩხუთი:
_ ალბათ, დამსახურების მიხედვით.
ალეკო მახათაძე, ლანჩხუთი:
_ კვალიფიკაციის მიხედვით უნდა განისაზღვროს საჯარო მოხელეთა ანაზღაურება.
ზაზა სულაბერიძე, ლანჩხუთი:
_ ჩემი აზრით, კვალიფიკაციის მიხედვით.
მაცაცო ბურჭულაძე, ლანჩხუთი:
_ ვფიქრობ, დამსახურებისა და კვალიფიკაციის მიხედვით უნდა განისაზღვროს საჯარო მოხელეთა ხელფასი. არ ვეთანხმები არანაირ კლასს. კარგია, საჯარო მოხელეს კლასს რომ ანიჭებ და კლასების მიხედვით ხდება დანამატების გაცემა, მაგრამ მაინტერესებს, რომელ კლასს მიეკუთვნება მოსახლეობა _ რა დააშავეს დანარჩენებმა?
მაია თოდრია, ჩოხატაური:
_ ხელფასები შესრულებული სამუშაოს მიხედვით უნდა განისაზღვროს.