შაქრო ბეჟანიძე, ოზურგეთი:
_ მერი უნდა იყოს ხალხის არჩეული, მას უნდა ემსახურებოდეს და არა საკუთარ კეთილდღეობას. ისიც უნდა იცოდეს, როგორ მართოს სახელმწიფოებრივად.
კახა მეგრელიშვილი, ოზურგეთი:
_ უნდა იყოს კეთილსინდისიერი, უყვარდეს ხალხი, ერკვეოდეს სოფლის მეურნეობაში. პროფესიით ან აგრონომი უნდა იყოს, ან ღვინის ტექნოლოგი _ ეს პროფესიები ჩვენს პირობებს შეეფერება.
გელა ყაჭეიშვილი, ჩოხატაური:
_ გამგებელმა ხალხს უნდა მიაქციოს ყურადღება, ხალხის პრობლემები მიიტანოს გულთან. სამწუხაროდ, ჩოხატაურს აკლია ეს _ არ გვაქვს საკმარისი ბიუჯეტი, არ არის სამუშაო ადგილები.
თემურ ბაბილოძე, ოზურგეთი:
_ მერი ყველანაირი პროფესია შეიძლება ჰქონდეს _ ჭკვიანი კაცი უნდა იყოს და უყვარდეს ხალხს.
იური ძნელაძე, ოზურგეთი:
_ გამგებელი უნდა იყოს აუცილებლად კარგი მეურნე, ხალხთან ურთიერთობა იცოდეს და მათი მოსმენა შეეძლოს. სასურველია, იყოს ეკონომისტი ან ინჟინერი.
რეზო თავაძე, ლანჩხუთი:
_ გამგებელს, პირველ რიგში, ხალხის უნდა ესმოდეს და მათთან ურთიერთობა შეეძლოს. უნდა იცნობდეს და უყვარდეს რაიონი.
ჰამლეტ ორაგველიძე, ლანჩხუთი:
_ გამგებელი რაიონის მოყვარული კაცი უნდა იყოს, იცნობდეს სოფლის ცხოვრებას.
პაატა ფირცხალაიშვილი, ლანჩხუთი:
_ მართვის ნიჭი უნდა ჰქონდეს და ხალხთან ურთიერთობაც შეეძლოს.
ლეილა კოტრიკაძე, ჩოხატაური:
_ ისეთი გამგებელი მინდა, რომელიც ხალხის გულისტკივილს გაიგებს. მსგავსი რამ არც ერთი გამგებლისგან არ მიგრძვნია. რაც შეეხება პროფესიას, ვფიქრობ, რომ მთავარი პროფესია ადამიანობაა.
ნინო ზენაიშვილი, ლანჩხუთი:
_ გამგებელი რაიონს რომ გამოადგება, ისეთი უნდა იყოს და ხალხის მოყვარული.
მედიკო ცინცაძე, ჩოხატაური:
_ ისეთი, რომელიც რაიონისთვის იბრძოლებს და ხალხის გულისტკივილს გაითვალისწინებს.
ოლღა უბილავა, ჩოხატაური:
_ რომელიც მყავს, იმით ძალიან კმაყოფილი ვარ.
ჯუმბერ ახალაძე, ჩოხატაური:
_ პოლიტიკაში ვერ ვერკვევი, მაგრამ ვფიქრობ, რომ გამგებელი ყურადღებიანი უნდა იყოს.
რომან ბუბუტეიშვილი, ჩოხატაური:
_ ისეთი, რომელიც ხალხს მიხედავს და უპატრონებს. აუცილებელია, უმაღლესი განათლება და კარგი ხასიათი ჰქონდეს.
თამაზ ჯინჭარაძე, ჩოხატაური:
_ ინტერნაციონალისტი გამგებელი მინდა. თანამედროვე ცხოვრებას ფეხს უნდა უბამდეს და უკმაყოფილო ხალხი არ უნდა ჰყავდეს. პროფესიას კი მნიშვნელობა არ აქვს _ მთავარია, ყველა პარტიის ინტერესები გაითვალისწინოს და იქედან გამომდინარე იმოქმედოს.
თამაზ ჭელიძე, ჩოხატაური:
_ ჩემი შეხედულებით, გამგებელი უნდა იყოს იურისტი, რადგან იცოდეს, რას და როდის არღვევს. აუცილებელია, სამართლიანი იყოს და მუშაობა იცოდეს, გამოცდილება ჰქონდეს.