გულნაზ მახარაძე, ჩოხატაური:
_ ჩემი აზრით, არ უნდა შეიცვალოს.
ალიოშა გორდელაძე, ჩოხატაური:
_ უნდა შეიცვალოს აუცილებლად. ძვირდება ყველაფერი ქვეყანაში. ახლა ელექტროენერგიის საფასურს აძვირებენ; პენსიის მომატებას დაგვპირდნენ და არ მოგვიმატეს. რა უნდა გავაკეთო 180 ლარით?! სხვა ქვეყნებში მაღალია პენსია, ჩვენთან ცხოვრება ძვირდება მხოლოდ. მაგათი იმედი გვქონდა და ცოტა შეღავათი არ უნდა გაგვიწიონ?!
თენგიზ მორჩილაძე, ჩოხატაური:
_ არა, არ უნდა შეიცვალოს.
ნოდარ აბდუშელაშვილი, ჩოხატაური:
_ რა თქმა უნდა, არ უნდა შეიცვალოს.
არჩილ დუმბაძე, ოზურგეთი:
_ რომელი ჯობს? არც ერთი!
შოთა მამულაიშვილი, ოზურგეთი:
_ ვინც კარგია, ახალიც იყოს და ძველიც. დაყოფა არ გამოდგება.
საშა მელიქსეთიანი, ოზურგეთი:
_ ვინ რას აკეთებს, სულერთია. მე არავისი მჯერა.
შაქრო ვანაძე, ოზურგეთი:
_ ახალი სჯობს, იქნებ, უკეთ გააკეთოს რაიმე.
აკაკი ბარამიძე, ოზურგეთი:
_ ძველი სჯობს, გამოცდილია, საქმეს უფრო გააკეთებს.
ჯაბა აბულაძე, ოზურგეთი:
_ არავის არ მჯერა. ვინც უნდა, ის იყოს.
გიორგი დარჩია, ოზურგეთი:
_ ძველი სჯობს, რა თქმა უნდა. დაწყებული საქმე უნდა დაასრულონ. ამ ეტაპზე ახალი რომ მოვიდეს, უფრო აურევს საქმეს.
მარიამ მიქაელიანი, ოზურგეთი:
_ ახალი სისხლი რომ სჯობს, არ იცით? რა თქმა უნდა, ახალი უნდა მოვიდეს.
ალექსანდრე გოგოლაძე, ოზურგეთი:
_ ძველს ვამჯობინებ. ისე, ჩემთვის სულერთია. დიდად, არავის მჯერა.
მანანა მიმინოშვილი, ოზურგეთი:
_ ახალი უნდა ავირჩიოთ. ასე სჯობს.
ზურაბ ანთაძე, ოზურგეთი:
_ ახალი უნდა მოვიდეს, აბა, საშველი რომ არ არის, ხომ ხედავთ.
ციალა მიქელაძე, ოზურგეთი:
_ არავის ვენდობი _ ვინც უნდა, ის მოვიდეს. ხალხისთვის სახეიროს არაფერს იზამს.
სოფო კაჭარავა, ოზურგეთი:
_ ახალიც შეიძლება ავირჩიოთ და ძველიც. პერსონალურად თუ მეკითხებით, შერჩევა უნდა მოხდეს.
გიორგი მიქელაძე, ოზურგეთი:
_ არ მაინტერესებს. ხალხისთვის მაინც არავინაა. ვინც უნდა, ის იყოს.
თენგიზ ფასიეშვილი, ოზურგეთი:
_ ჩემი აზრით, ძველი სჯობს. ახალი კიდევ თავიდან დაიწყებს ყველაფერს და სანამ ისწავლის, მოვა ახალი არჩევნები.