ნატო ხინთიბიძე, ოზურგეთი:

_ აზრი არ აქვს, გვეყოლება თუ არა მაჟორიტარი. თუმცა, გააჩნია, ვინ იქნება კანდიდატი.
ტარიელ ღლონტი, ოზურგეთი:

_ იყოს, კაცო, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს _ ხალხს მაინც ვინ რას ეკითხება?!
დავით გოგიბერიძე, ოზურგეთი:

_ გააუქმონ! ვინ რას აკეთებს ან ჩვენი აზრი მნიშვნელოვანია მათთვის?
თემურ ძნელაძე, ჩოხატაური:

_ ვფიქრობ, რომ კი, უნდა გაუქმდეს.
რონალდ ჩხიკვაძე, ჩოხატაური:

_ არ უნდა გაუქმდეს.
მერაბ ქინქლაძე, ლანჩხუთი:

_ საერთოდ არ მაინტერესებს ეს საკითხი.
ავთო ყაჭეიშვილი, ჩოხატაური:

_ ხალხის სიტყვა თუ რამეს ნიშნავს, არ უნდა გაუქმდეს.
რონალდ ჯინჭარაძე, ჩოხატაური:

_ ვერ გეტყვით, ამდენი არ ვიცი მაგ თემასთან დაკავშირებით.
კაკო ფირცხალაიშვილი, ლანჩხუთი:

_ მომხრე ვარ, რომ მაჟორიტარული სისტემა გაუქმდეს.
მინდია ბერიძე, ლანჩხუთი:

_ შეიძლება გასაუქმებელია, მაგრამ როცა მხოლოდ პროპორციული სისტემით იქნება არჩევნები, ვფიქრობ, ნაკრები ამომრჩეველი მივა არჩევნებზე, ეს კი ცუდია.
გრიგოლ სარჯველაძე, ლანჩხუთი:

_ მე ვინ მეკითხება, რაა კარგი და რა _ ცუდი?! თუ საჭიროდ ჩათვლიან, გააუქმებენ _ ჩემი აზრი რას შეცვლის?!
გიორგი ჩახვაძე, ლანჩხუთი:

_ რა თქმა უნდა, უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემით არჩევნები.
ნუნუ შოშიტაშვილი, ოზურგეთი:

_ ჩვენ ყოველი დღის იმედით ვცხოვრობთ _ “ეგებ, გვეშველოს!” იმედი გაცრუებული გვაქვს, არ ვიცი, არ გითხრათ _ თუ კარგი მაჟორიტარი გვეყოლება, ნუ გააუქმებენ.
































































