ზურაბ მიქელაშვილი, ოზურგეთი:
_ კი.
თემურ ქავჟარაძე, ოზურგეთი:
_ ხალხმა უნდა აირჩიოს.
ეთერ აროშიძე, ოზურგეთი:
_ არა, არც ერთი არაფერში გვარგია.
რობერტ ჯოჯუა, ოზურგეთი:
_ დაასახელოს, თუ უნდა. რა ვიცი!
ვლადიმერ დოლიძე, ოზურგეთი:
_ კი, მარა დიდი მნიშვნელობა არ ექნება.
ნიკა ტოროტაძე, ოზურგეთი:
_ არ უნდა ჰყავდეს.
ბორის რამიშვილი, ოზურგეთი:
_ ხალხმა უნდა დაასახელოს და აირჩიოს.
ლადო ვადაჭკორია, ოზურგეთი:
_ არა და არც მხარი არ უნდა დაუჭიროს არავის.
ვასიკო ცოცხალაშვილი, ოზურგეთი:
_ პრეზიდენტი მხოლოდ ხალხმა უნდა აირჩიოს.
ვახტანგ ზენაიშვილი, ლანჩხუთი:
_ “ქართულ ოცნებას” ყველა შემთხვევაში ეყოლება თავისი კანდიდატი ღიად, ან ფარულად! მთელი ეს კაკაფონია, რომ თითქოს დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერენ მხარს და რომ ეს დემოკრატიის გაღრმავებას შეუწყობს ხელს, უნიჭო ტაქტიკური ფანდია: თუ წააგებენ, იტყვიან, ჩვენ არ გვყავდა კანდიდატურაო, თუ მოიგებს მათი მხარდაჭერილი კანდიდატი, ხომ მთლად უკეთესი მათთვის.
მამუკა ქანთარია, ლანჩხუთი:
_ კი, უნდა ჰყავდეს.
მალხაზ ჩხიკვაძე, ჩოხატაური:
_ უკვე ხომ ჰყავს? რა, სალომე ზურაბიშვილი საოცნებო კანდიდატი არაა? ჰკითხეთ, შტაბი რომაა შეკრებილი, ვის მხარდაჭერაზე მუშაობენ? თავმოყვარე პარტია თუ არ მონაწილეობს არჩევნებში, ამას ღიად აფიქსირებს და თავის მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ საკუთარი ნებით გააკეთონ არჩევანი… ის პოზიცია, რაც ამჟამად აქვს “ოცნებას”, ცოტა ვირეშმაკობას ჰგავს _ არ ვმონაწილეობ, მაგრამ მხარს ვიღაცას ვუჭერ მთელი რესურსით და ა. შ. ასე სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პარტიები არ მოქმედებენ.