გრიგოლ წილოსანი, ლანჩხუთი:

_ არ მგონია.
ლამარა მორჩილაძე, ლანჩხუთი:

_ პირიქით, უნდა გაამკაცროს.
ნანა წილოსანი, ლანჩხუთი:

_ ნარკოგამსაღებლების მიმართ უფრო უნდა გამკაცრდეს კანონი.
ნინო შეყრილაძე, ლანჩხუთი:

_ ნარკოტიკების გასაღება მკაცრად უნდა ისჯებოდეს.
მაგდა დარჩია, ოზურგეთი:
_ კი, ნარკოპოლიტიკის მოგვარება ციხეში არ იწყება.

ხათუნა კობალაძე, ჩოხატაური:
_ ვინც არის შემომტანი ისინი უნდა დაიჭირონ და დახვრიტონ. გზები უნდა ჩაკეტონ, საიდანაც ეს შემოდის და უკვე დაავადებული უნდა აღრიცხონ და როგორმე არ მიიყვანონ საფლავის კარამდე.
ნატაშა მიხაილოვა, ოზურგეთი:

_ არ გამაგონოთ ნარკოტიკი!
ვიტალი ცხომელიძე, ოზურგეთი:

_ კი, უნდა შეარბილოს.
ვენიკო დარჩია, ოზურგეთი:

_ რაღაცნაირად უნდა შეარბილოს. დეკრიმინალიზაციას ვემხრობი.
შორენა ჩავლეშვილი, ოზურგეთი:

_ ნაკლები აგრესია რაშიც გამოიხატება, ის უნდა ქნას.
ნინო ტალიკაძე, ოზურგეთი:

_ არა!
ზურაბ ურუშაძე, ოზურგეთი:

_ არა! არც ერთ შემთხვევაში!
ნესტან ახალაძე, ოზურგეთი:

_ პირიქით, კიდევ უფრო გაამკაცროს.
სოფიო მარკოიძე, ოზურგეთი:

_ არა.
სოფიკო ბერაძე, ოზურგეთი:

_ არ უნდა შეარბილოს.
მაია ღლონტი, ოზურგეთი:

_ რას ამბობთ, რა შერბილება.
მზია ლურსმანაშვილი, ოზურგეთი:

_ ნარკოტიმანიასთან ბრძოლის შერბილება არანაირად არ გამაგონოთ!
ანა ჭკუასელი, ჩოხატაური:

_ პირიქით, უნდა გაამკაცროს და საერთოდ მოისპოს.
ელენე სიმონიშვილი, ჩოხატაური:

_ პირიქით, უნდა გაამკაცროს კონტროლი.
მზია თოდრია, ჩოხატაური:

_ გასაღების შემთხვევაში, უნდა დაიჭიროს, მოხმარების შემთხვევაში კი უნდა უმკურნალოს.
თემურ გუდავაძე, ჩოხატაური:

_ კი, უნდა შეარბილოს.


































































