მზია ბერიძე, ჩოხატაური:

_ კი, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა შემცირდეს.
გურამ წყავზარაძე, ოზურგეთი:

_ კი, შესამცირებელია.
გიორგი თალაკვაძე, ოზურგეთი:

_ ჩემი აზრით, კი.
ტატა ბარამიძე, ოზურგეთი:

_ კი, თანხები დაიზოგება.
ზაურ ახალაძე, ოზურგეთი:

_ კი, უნდა შემცირდეს.
ლანა ჟღენტი, ოზურგეთი:

_ უნდა შემცირდეს, პროფესიონალები კი დარჩნენ სამსახურში.
მანანა სალუქვაძე, ოზურგეთი:

_ არ უნდა შემცირდეს.
მერაბ მგელაძე, ოზურგეთი:

_ ჯობს, შემცირდეს.
ლალი მგელაძე, ოზურგეთი:

_ ნამდვილად შესამცირებელია.
ნინო მიქელაშვილი, ოზურგეთი:

_ რატომ უნდა შემცირდეს? იყოს.
ზაზა ვაშაყმაძე, ოზურგეთი:

_ რა მნიშვნელობა აქვს, შემცირდება თუ მოიმატებს?!
ირაკლი გეგიაძე, ოზურგეთი:

_ სულ არაა საჭირო არც ერთი. გვყავს ერთი მინისტრი _ ბიძინა.
ავთო ჭანუყვაძე, ოზურგეთი:

_ როცა ქვეყანა გაღლეტილია, საბიუჯეტო სამსახურებმა ქამრები უნდა შემოიჭირონ.
სოფო ჩხაიძე, ოზურგეთი:

_ ალბათ, უნდა შემცირდეს.
ტატო ჯორბენაძე, ლანჩხუთი:

_ ალბათ, კი.
მარინა ღლონტი, ლანჩხუთი:

_ რახან მიიჩნევენ, რომ შესამცირებელია, ეტყობა, მართლა ასეა.
ლამარა ფირცხალაიშვილი, ლანჩხუთი:

_ კი, შესამცირებელია.
თეონა სარჯველაძე, ლანჩხუთი:

_ სამინისტროებიც და საჯარო მოხელეთა რაოდენობაც შესამცირებელია. მგონი, ცხრა სამინისტრო რომ დარჩეს, ესეც საკმარისი იქნება.
































































