გულნარა ბერაძე, ჩოხატაური:

_ აუცილებელია, რა თქმა უნდა. კაი თუ დადგება ვინმე და სასიკეთოს გააკეთებს, აუცილებლად უნდა შეიცვალოს.
ლაშა ოსეფაიშვილი, ჩოხატაური:

_ რა თქმა უნდა, აუცილებელია.
ემზარ მამალაძე, ჩოხატაური:

_ აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ზოგადად, ამ ქვეყანაში ბევრი რამეა შესაცვლელი.
არსენ გურიელიძე, ჩოხატაური:

_ რა თქმა უნდა, აუცილებელია სამთავრობო ცვლილებები.
მზია გოგუაძე, ჩოხატაური:

_ აუცილებელია. შეიცვალოს უნდა და რამე ხალხის სასიკეთოდ გაკეთდეს.
ჟანა დოლიძე, ჩოხატაური:

_ რატომაც არა?! უნდა შეიცვალოს!
სოფიკო იმნაძე, ლანჩხუთი:

_ კი.
ლამარა ფირცხალაიშვილი, ლანჩხუთი:

_ კარგი იქნება.
მამუკა ქანთარია, ლანჩხუთი:

_ ცვლილება და განახლება კარგია, ოღონდ ხარისხის ხარჯზე.
ელდარ ორმოცაძე, ლანჩხუთი:

_ რა ვიცი, ცვლილება ყოველთვის საჭიროა.
ვიქტორ მაღლაკელიძე, ოზურგეთი:

_ ცვლილებაა საჭირო. დეპუტატების რაოდენობა 75 უნდა იყოს.
მანანა გოგატაძე, ოზურგეთი:

_ მეტ-ნაკლებად საჭიროა.
მარიამ კეკელიძე, ოზურგეთი:

_ ცოტა ცვლილება კი არის საჭირო.
გუბაზ სირაძე, ოზურგეთი:

_ შესაცვლელია ყველა და სადმე უნდა გადამალო, რომ არ გამოჩნდნენ საერთოდ.
მერაბ ფუტკარაია, ოზურგეთი:

_ გარკვეულწილად, კი.
ტარიელ გოგუაძე, ოზურგეთი:

_ შესაცვლელია მთლიანად.
ომარ ქუტიძე, ოზურგეთი:

_ ნაწილობრივ შესაცვლელია, მთლიანად არა.
გულო ანდღულაძე, ოზურგეთი:

_ ეს მთავრობა მთლიანად უნდა გადაიკარგოს აქედან.
მზია ხელაძე, ოზურგეთი:

_ ნაწილობრივ ცვლილებაა საჭირო.
ნელი სურმანიძე, ოზურგეთი:

_ არაფერი ცვლილება არაა საჭირო.
ვასიკო ჩხაიძე, ოზურგეთი:

_ კარგი იქნებოდა კოალიციური მთავრობა.

































































