დღეს, დილიდან, ოზურგეთის მესამე საბავშვო ბაღის ეზოს მოაჯირებზე, პატარების საბნების გამოფენაა. ნორჩებს, პანდემიის პირობებში, საკმაოდ მოუწიათ შინ ყოფნა. ახლა კი, მალე მათ მშობლიურ ბაღში ელოდებიან.
_მზე „მოვიწვიეთ“ გამოფენაზე, შემდეგ კი პატარები თავად გვეწვევიან, რომ ზეციური სითბო თავად იგრძნონ ნაირფერი საბნების სამოსში. მათთვის ახლა საგანგებოდ ვემზადებით – სითბო ყველგან და ყველაფერში. ეს არის ჩვენი მათდამი დიდი სიყვარულით სავსე გზავნილი, – გვგითხრეს აქ ღიმილიანმა პედაგოგებმა.
[sexy_author_bio]