სენაკის საპატრულო პოლიციამ ცოტა ხნის წინ ადვოკატი დააკავა, _ ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე წერს.
დავით ასათიანის თქმით, ადვოკატი დაკავებისას გამოყენებულ იქნა არაკანონიერი ძალისმიერი ზომები.
“ახლახანს მაცნობეს, რომ სენაკის საპატრულო პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ადვოკატის ადმინისტრაციული წესით დაკავებას, თითქოს პირბადის ტარების წესის დაღვევაზე, რა დროსაც გამოყენებულ იქნა არაკანონიერი ძალისმიერი ზომები.
სამწუხაროდ, ბოლო დროს, იმატა ადვოკატების მიმართ მსგავსი არაკანონიერი, ძალისმიერი მეთოდების გამოყენებამ, რაც დაუშვებელი და მიუღებელია. მოვითხოვ, ადვოკატის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და შესაბამისი ორგანოების მხრიდან მყისიერ რეაგირებას, გადაცდომაში მონაწილები პირების პასუხისმგებლობის ჩათვლით”, _ წერს ასათიანი.
დამატებით დეტალებს “გურია ნიუსი”შსს-ში ცდილობს.