“ბევრმა იცით რომ ნანიმ კარის მეზობლისგან იშვილა გიო.
უფრო სწორად, ბავშვს რომ დედა გარდაეცვალა (მამა ნანახიც კი არ ჰყოლია არასდროს)ნანიმ ისედაც მისი გაზრდილი ბავშვი სახლში გადაიყვანა.
ვიდრე გიო არასრულწლოვანი იყო, ნანის ჰქონდა მეურვეობის სტატუსი, რომელსაც სოციალური სამსახური ანიჭებს.
გიო რომ სრულწლოვანი გახდა, ვეღარ გაიარეს ოფიციალური შვილად აყვანის პროცედურა, რადგან როგორც გითხარით გიოს მშობლები აღარ ჰყავდა იმ დროს.
ახლა ნანის ეუბნებიან რომ პატიმარ შვილთან 24 საათიანი პაემანი ვერ ექნება, რადგან დაბადების მოწმობაში დედად სხვა წერია.
მგონია რომ გამოსავალი უნდა არსებობდეს და დაგვეხმარეთ რა. რისი მოფიქრება შეიძლება რომ დედას შვილი შევახვედროთ”, _ წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი.