„სამწუხაროდ, მედიასაშუალებებში და მოსახლეობაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია თითქოს მივიღებდით გადაწყვეტილებას სისტემური ლოკდაუნების შესახებ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ფართო კონსულაციების გზით მიიღება, რასაც მთავრობა უკევ აქტიურად ახორციელებს”,_ ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved