დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გაყრელიძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის პროცესიში პირველი გართულება და გვერდითი მოვლენა გამოვლინდა.
ბრფინგის მიზანია, გაუწყოთ, რომ გამოვლინდა პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია, ანუ გართულება ვაქცინაციის პროცესის. ვაქცინაცია და ნებისმიერი წამალი არ გახლავთ დაზღვეული გვერდითი მოქმედებებისგან. ვაქცინებზე ზგადად არსებობს მსუბუქი გვერდითი მოქმედებები და არსებობს სერიოზული გვერდითი მოქმედებები. ყველაზე სერიოზული გვერდითი მოვლენა, რომელიც ვაქცინის შეყვანისას სწრაფად ვითარდება გახლავთ ანაფილაქსიური შოკი, – თქვა გამყრელიძემ საგანგებო ბრიფინგზე.