„ჩვენმა მოწოდებებმა, ზოჯერ ცოტა მკაცრმა, შეიძლება, ხანდახან მეც ზედმეტი თქვი, მაგრამ ამან დიდი როლი ითამაშა, დღესასწაულებზე და შემდეგ კვირაშიც დიდი შეკრებები არ გვქონია“, – აღნიშნული განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „პალიტრა ნიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენ ყოველთვის ჩვენს მოსახლეობას მადლობა უნდა გადავუხადოთ, რომ მათი დამყოლობა იყო საკმაოდ კარგი და ამან მოგვცა ის, რომ ჩვენ დავრჩით ასეულების ფარგლებში“, – თქვა გამყრელიძემ.