საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის განცხადებები ,,ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატისთვის მოსაწონი არ აღმოჩნდა.
ზურაბიშვილის განცხადებას, რომელშიც დეპუტატი ამბობს, რომ პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დამხობა ლეგიტიმური იყო, არ იზიარებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი. როგორც ვოლსკიმ პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ზურაბიშვილის აღნიშნული განცხადება მისთვის მიუღებელია.
,,ზვიად გამსახურდიას თემასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას არ ვეთანხმები, თუ ეს პოზიცია აქვს მას. თუმცა საკონსტიტუციო ვალდებულებები, რაც პრეზიდენტს გააჩნია, სრულ შესაბამისობაშია იმ მონაცემებთან, რომლებიც აქვს სალომე ზურაბიშვილს“, _ განაცხადა ვოლსკიმ.
მკითხველს შევახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა 1992 წელს გაზეთ “ივერიაში” გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც პირველი პრეზიდენტის დამხობას ლეგიტიმური უწოდა.
გუშინ მმართველმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერა პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს, სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადა.