https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“გამჭვირვალობის” თუ “სტიგმატიზების” ანტიდემოკრატიული კანონი?!

8:52; 22.07.2024
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“საქართველოს მთავრობის მიერ, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ამოქმედება, ქვეყნის მყიფე დემოკრატიასა და მოსახლეობის ევროატლანტიკურ არჩევანს ძირს უთხრის”, _ ასე აფასებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ მიღებულ კანონს.

აღნიშნული კანონი პარლამენტმა 28 მაისს მიიღო. კანონის მიღებას წინ უძღოდა  დაკავებებით სავსე საპროტესტო აქციები. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ კანონის მიღებით, საქართველოს მოუწევს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზას სამუდამოდ  დაემშვიდობოს და ქვეყანაში რუსეთის მსგავსი მმართველობის რეჟიმი დამყარდეს.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან გაკეთებული არაერთი განცხადებისა და თხოვნისა, რომ კანონის უკან გაწვევა მოხდეს, საქართველოს ხელისუფლება, კერძოდ კი პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, “გამჭვირვალობას ალტერნატივა არ აქვს და აღნიშნულ  კანონს ეწინააღმდეგება ის, ვისაც არ სურს უფრო ძლიერი საქართველო იხილოს”.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონი ავალდებულებს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, თუკი  შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან აქვს, ის “აგენტად”_ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად საკუთარი ნებით დარეგისტრირდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, 25 000- ლარიანი ჯარიმა და იძულებით დარეგისტრირება ემუქრებათ.

გარდა ამისა, კანონი, ყოველ 6 თვეში ერთხელ,  გაურკვეველი სტრუქტურის მხრიდან, ორგანიზაციების მონოტორინგს (ორგანიზაციაში შესვლას, ყველა სახის, მათ შორის პირადი ინფორმაციის ამოღებას) და კვლავ დიდი ჯარიმების დაკისრებას ითვალისწინებს (10 000-ლარიანი ჯარიმა დეკლარაციის წარუდგენლობისას და მერე, ყოველ თვეში ერთხელ _ 20 000-ლარიანი ჯარიმა). აქვე უნდა ითქვას, რომ ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია მოცემულ მომენტში, ყოველთვიურად წარადგენს დეკლარაციას, ასევე, წარადგენს დაზუსტებულ წლიურ დეკლარაციას და ამასთან, სპეციალურ საიტზე _ “ანგარიშგების პორტალი” (reportal.ge) აქვეყნებს შემოსავლებისა და ხარჯების ჩაშლილ რეესტრს.

რა საფრთხეებს ქმნის საქართველოში  “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ მიღებული ე.წ რუსული კანონი,_ ამ საკითხის ირგვლივ,  ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორსა და რონდელის ცენტრის მკვლევარს კახა გოგოლაშვილს ვესაუბრეთ.

_ “რუსული კანონი” სწორედ იმიტომ შეარქვეს, რომ ყველაზე კარგად ცნობილი და გავრცელებული მაგალითია ამ ტიპის კანონისა, ეს არის რუსული კანონი, რომელიც 2012 წელს მიიღეს პუტინის ინიციატივით რუსეთში და რომლის შედეგადაც სამოქალაქო საზოგადოება, პრაქტიკულად, განადგურდა. განადგურდა იმიტომ, რომ ის მოექცა ხისტი დევნის, შევიწროების რეჟიმში, სწორედ ამ კანონის არსებობის შედეგად. ასეთი კანონი მიღებულია რამდენიმე ქვეყანაში და ყველგან, სადაც ეს კანონია მიღებული, არსებობს  საზოგადოების დევნის, შევიწროების მცდელობა და ფაქტები. ევროპის საბჭომ რუსულ კანონთან დაკავშირებით 2014 წელს მიიღო დადგენილება და მას დაარქვა კანონი, რომელიც სტიგმატიზებას უკეთებს სამოქალაქო  საზოგადოებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ როდესაც მარტო არასამთავრობო ორგანიზაციებს და დამოუკიდებელ მედიას სთხოვენ დარეგისტრირდნენ უცხო ქვეყნის, უცხო ძალის აგენტად, ან უცხო ძალის გავლენის ორგანიზაციად, სახელს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, შენ უკვე სტიგმატიზებული ხარ საზოგადოებაში და შენთან ერიდებიან ურთიერთობას სხვადასხვა ორგანიზაციები, კერძო პირებიც. მაგალითად, გინდა ჩართო პროექტში კერძო პირი, მაგალითად, რომ ექსპერტიზა დაწეროს, მან იცის რომ შენ ხარ უცხო ძალის წარმომადგენელი გავლენის ორგანიზაცია და აქ თავს იკავებენ, რადგან ესმით, რომ სტიგმატიზება შეიძლება გავრცელდეს მათზეც.

გარდა ამისა, აქ მნიშვნელოვანია მონიტორინგის ის წესიც, რის შესაძლებლობასაც აწესებს ეს კანონი: იუსტიციის სამინისტრომ უნდა გამოაგზავნოს თავის წარმომადგენელი, რომელიც ორგანიზაციაში შეიძლება ერთი-ორი თვე დარჩეს; შეაფერხოს ორგანიზაციის მუშაობა, მოითხოვოს ყველა სახის  დოკუმენტები. გარდა ამისა, მას უფლება ეძლევა, რომ პირად ინფორმაციაშიც კი ჩაიხედოს _ მოითხოვოს მესიჯები, სხვადასხვა სახის პირადი მიმოწერა. კანონში ჩაწერილია, რომ სხვადასხვა ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება ადამიანის პირადი მონაცემების კატეგორიას, გამოიყენონ შემდეგ შენი დევნისთვის, შემდგომი სტიგმატიზებისთვის. საბოლოო ჯამში, ასეთი კანონი ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. გარდა იმისა, რომ ასეთ ზიანს აყენებს სამოქალაქო საზოგადოებას, ის არის დისკრიმინაციული _ გამოყოფს კონკრეტულად არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, მათ მიემართება, მათთვის აწესებს ამ წესებს. ეს კი, პრაქტიკულად, ნიშნავს, რომ ეს ორგანიზაციები არიან დაჩაგრულები სხვა ორგანიზაციებთან შედარებით. ამის შედეგად, შეიძლება ურთიერთობა შეწყვიტონ დონორებმაც კი, რადგან, გამოდის რომ, როცა ორგანიზაცია გაივლის რეგისტრაციას როგორც უცხო ქვეყნის ძალის გავლენის ორგანიზაცია, მაშინ ის ორგანიზაცია, რომელიც მას აძლევს ფინანსურ საშუალებებს, მაგალითად, გრანტს, რაიმე სახის დაკვეთას, უხდის, ეხმარება, ის ორგანიზაცია განიხილება უკვე უცხო ძალად.

გარდა ამისა, კანონში დასახელებული ჯარიმები ათჯერ უფრო მეტია, ვიდრე საგადასახადო კოდექსში დეკლარაციის დაგვიანების ან არასწორად შევსებისთვის განსაზღვრული ჯარიმები. არასამთავრობო ორგანიზაცია მარტივად ვერ გადაიხდის 20-25 000-იან ჯარიმებს. დონორებს არ აქვთ უფლება სხვა ქვეყანაში ორგანიზაციების ჯარიმების გადახდის; შესაბამისად, დაჯარიმებულ ორგანიზაციას ეტყვიან, რომ ვერ გადაუხდიან. ორგანიზაციამ შეიძლება ერთხელ ან ორჯერ გადაიხადოს ჯარიმა საკუთარი ხელფასებიდან, მაგრამ საბოლოოდ დაიხურება რადგან ვერ შეძლებს, ვერ გაუძლებს წნეხს. ამის გარდა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რამდენად დამაზიანებელია ამ კანონის მიღება საქართველოს საერთაშორისო რეიტინგისთვის, ევროპული და ევროატლანტიკურ გზაზე სვლისთვის _ ქვეყნები, რომლებიც წყვეტენ ჩვენს წინსვლას ამ გზაზე, აცხადებენ, რომ ამ კანონს განიხილავენ, როგორც დემოკრატიის უკუსვლას ქვეყანაში, დისკრიმინაციის ახალ ინსტრუმენტებს თავისუფალი მედიის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის. და ამიტომ, არ მისცემენ საქართველოს საშუალებას, რომ წინ წაიწიონ ამ გზაზე. ყველანაირი სპეკულაციები, რომ ჩვენ მაინც გავწევრიანდებით ევროკავშირში, დაახლოებით იმას ჰგავს, როგორც ესპანეთთან მატჩის წინ ვამბობდით, რომ მაინც მოვიგებდით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძლიერი გუნდია. უბრალოდ, ვერ შეხვალ ევროკავშირში, რადგან ევროკავშირის  წევრი 27 ქვეყნიდან, 26 ამბობს, რომ ასეთ საქართველოს არ შეუშვებენ. ეს არის ძალიან დიდი საფრთხე, ვიდრე ის, რომ ყველა ორგანიზაცია ერთად დაიხუროს.

ახალგაზრდები მიხვდნენ ამ საფრთხის მნიშვნელობას და იყვნენ სოლიდარულები კანონის წინააღმდეგ. მთავარი არის ის, რომ ქვეყანა, რომელიც ცდილობს გაანადგუროს კრიტიკული აზრი ქვეყანაში, წინ ვერ წაიწევს ევროპულ გზაზე. შეიძლება გაყინული დარჩეს კანდიდატის სტატუსი ან შეიძლება ჩამოგართვან კიდევაც.

_ მოსალოდნელია რომ ევროკავშირმა სრულად გაწყვიტოს საქართველოსთან ურთიერთობა?

_ ევროკავშირმა შეიძლება არ გაწყვიტოს ეკონომიკური თანამშრომლობა და სხვადასხვა სახის პოლიტიკური კონსულტაციები უსაფრთხოების თემებზე და ა. შ. მაგრამ ეს ხომ არ არის მთავარი ჩვენთვის?! მას ასეთი ურთიერთობა აქვს აზერბაჯანთანაც, შუა აზიასთანაც… სანამ რუსეთი უკრაინაში დაიწყებდა ომს, რუსეთთანაც თანამშრომლობდა, მაგრამ ურთიერთობები, რომლებიც გულისხმობს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ წინსვლას, გაწყდება ნამდვილად, თუ კანონი არ იქნება უკან გაწვეული. მაგრამ აქ მხოლოდ კანონზე აღარაა საუბარი, აქ საუბარია ხელისუფლების განწყობაზე,  დამოკიდებულებაზე დემოკრატიასთან, ევროპულ ინტეგრაციასთან, მის ხედვებზე. თუ ჩვენ დაგვრჩა ასეთი ხელისუფლება ასეთი ხედვებით, რომელსაც არ ადარდებს დემოკრატიის განვითარების ბედი ქვეყანაში და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი, მაშინ ევროკავშირი იტყვის, რომ საქართველოს არ აქვს მოტივაცია და ჩვენ რატომ გავაგრძელოთ საუბარი მის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. შეიძლება ჩამოართვან კიდეც ქვეყანას ეს სტატუსი. მაგალითად, თურქეთს არ ჩამოართვეს, მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლიდან ძალიან გაუარესდა სიტუაცია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში და კანონის უზენაესობის სფეროში, მაგრამ გაყინეს. საქართველო არ არის თურქეთი. თურქეთი არის უზარმაზარი ქვეყანა, 80 მილიონი  მოსახლით. ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოა და ჩვენ არ ვართ ასეთი მნიშვნელოვანი. შეიძლება მოგვიხსნან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ეს იმიტომ გააკეთონ, რომ პრესტიჟი არ დაეცეს… საქართველოსნაირ ქვეყანას, სადაც ადამიანის უფლებები ფეხქვეშაა გათელილი, სადაც  ხელისუფლებას რაც უნდა იმას აკეთებს, ევროკავშირის და ევროსაბჭოს რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს, არაფერი ესაქმება ამ კავშირში… 30-ზე მეტმა ქვეყანამ მოითხოვა ამ კანონის უკან გაწვევა _ ეს ნიშნავს, რომ იგნორირებას უკეთებ ევროპული სივრცის ღირებულებებს და შეუძლებელია იმედი გქონდეს, რომ წინ წახვალ.

_ ბატონო კახა, რა გამოწვევები დგება საქართველოს უსაფრთხოების თვალსაზრისით საგარეო ვექტორის ცვლილების პირობებში?

_ აქამდე, ჩვენი დამოუკიდებლობა მოგვატანინა იმან, რომ არსებობდა ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, რომლებიც იდგნენ საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის  სადარაჯოზე პოლიტიკურ სფეროში იქნებოდა თუ გნებავთ  სამხედრო აგრესიის დროს. ვინ დაგვიცვა 2008 წელს, რომ რუსეთს არ დაეპყრო მთლიანად ჩვენი ტერიტორია და არ შემოსულიყო დედაქალაქში და ა. შ. რომ არ ყოფილიყო ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი ამას განახორციელებდა. ამიტომ, თუ ეს ორი აქტორი აქედან იქნება განდევნილი, რისკენაც მიისწრაფვის რუსეთი, ჩვენი დამოუკიდებლობა და  სუვერენიტეტი  ჰაერში დაეკიდება და გამოგვიჩნდება სხვა სახელმწიფო, რომელიც ბევრად უფრო ხისტ და მიუღებელ პირობებს წაგვიყენებს. მაგალითად, რუსეთი წაგვიყენებს პირობებს ისე, რომ ჩვენ ვითამაშოთ რუსების ინტერესებით რეგიონში. იმით კი აღარ დაგვემუქრება, რომ კანდიდატის სტატუსს წაგვართმევს ან ევროკავშირში აღარ გაგვაწევრიანებს, არამედ, დაგვემუქრება საქართველოში შემოჭრით, კიდევ მეტი ტერიტორიების ჩამოჭრით, სხვადასხვა სახის ჰიბრიდული ომის მეთოდების გამოყენებით, ეკონომიკური დესტაბილიზაციით. ბევრად უფრო რთულ პირობებში ჩავდგებით. თუ ახლა ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენი სუვერენიტეტი დამოკიდებულია იმაზე, რომ ჩვენ ახლა მჭახედ ვეტყვით ევროკავშირს უარს, სათანადო რეფორმებს არ გავატარებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი პირადი საქმეა, რუსეთთან მოხდება სულ სხვანაირი დიალოგი ამ შემთხვევაში. რუსეთი არ მოგთხოვს არც სასამართლო რეფორმას და არც რამე დემოკრატიული ღირებულებების დაცვას. მას გაუხარდება შენს ქვეყანაში თუ რამე მოისპობა. რუსეთი მოგთხოვს, რომ თავისი ჯარი ჩააყენოს; მისცე საშუალება, რომ სომხეთზე ზეწოლა განახორციელოს; რომ არ გაატარო სომხური ტვირთები თუ სომხეთი გააგრძელებს ევროკავშირთან დაახლოების პოლიტიკას. აქ არის საუბარი უფრო მტკივნეულ საკითხებზე _ აფხაზეთში უფრო მჭიდროდ მოიკიდებს ფეხს, სამაჩაბლოს დამოუკიდებლობაც შეიძლება ცნოს და არავინ არ იქნება დამცველი. რუსეთის ინტერესებშია მხოლოდ, რომ როგორმე ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი განდევნონ და შემდეგ რუსეთი, თურქეთი და ირანი დარჩებიან მთავარ აქტორებად და რამენაირად მოილაპარაკებენ, ვინ ვის აკონტროლებს და ა. შ. საბოლოო ჯამში, შეიძლება მივიღოთ ასეთი სიტუაცია: სომხეთს აკონტროლებენ რუსეთი და ირანი, აზერბაიჯანს _ თურქეთი და საქართველოს _ რუსეთი. ასეთ ვითარებაში, შეიძლება სრულად დაკარგო დამოუკიდებლობა. თუ საქართველო ბოლომდე არ შეასრულებს სატელიტის როლს, ვინ დაუშლის, რომ ჯარი შემოიყვანოს, ისე როგორც ეს უკრაინაში ქნა?! იქ იმიტომ შეიჭრა, რომ უკრაინა საკუთარ დამოუკიდებლობას თამაშობდა, არ ემორჩილებოდა რუსეთის დიქტატს და შეიჭრა, რომ როგორმე დაიმორჩილოს იარაღის ძალით. უბრალოდ, უკრაინა ძალიან დიდია და არ უთქვამს ევროპისთვის და ამერიკისთვის უარი, რომ არ გვინდა შენთან ურთიერთობაო, ამიტომ ეხმარებიან. ჩვენ შემთხვევაში, ჩვენ თუ განვდევნეთ აქედან ევროპა და ამერიკა, აღარავინ დაგვიცავს და რუსეთი მარტივად დაგვიმორჩილებს.

_ როგორი შეიძლება იყოს ამიერკავკასიასთან მიმართებაში დასავლეთის და ამერიკის გეოპოლიტიკა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კონფრონტაციის გამო?

_ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კონფრონტაცია ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს ძალიან  დიდ პრობლემებს უქმნის რეგიონში. მე მგონია, რომ ეს გართულება, რაც საქართველოსთან მიმართებაში ხდება, აუცილებლად იქონიებს გავლენას სომხეთზე. რადგან, თუ საქართველოში საბოლოოდ დამკვიდრდა პრორუსული ხელისუფლება და განახორციელა სრულად რუსული პოლიტიკა, მაშინ სომხეთში შეიქმნება საფრთხე, რომ იქაც გაჩნდეს სხვადასხვა ეკონომიკური დაბრკოლებები და ამან შეიძლება მიიყვანოს კრახამდე ფაშინიანის მთავრობა _ დამარცხდეს პრორუსულ კონსერვატიულ ძალებთან დაპირისპირებაში. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ის თანახმაა ითანამშრომლოს, როგორც  ამას სპარსეთის ყურის ქვეყნები  აკეთებენ. აზერბაიჯანს ჰყავს დამცველი თურქეთი, რომელიც არ მისცემს რუსეთს იქ შეჭრის საშუალებას, ჩვენი დამცველი კი არავინ იქნება.

კახა გოგოლაშვილი
გაზიარება2Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

“1-ელი მარტიდან მნიშვნელოვნად შეიზღუდება” _ ვის შეეხება ცვლილება?

12:33; 13 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები განცხადებას ავრცელებენ

20:38; 12 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

როდიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტებიდან პლასტმასის მასალაში განთავსებული სურსათის გაცემა

19:21; 12 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ევროკავშირის ელჩი: ასეთი ზომები ეწინააღმდეგება ვალდებულებებს, რომლებიც საქართველომ, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატმა ქვეყანამ, თავად აიღო

18:28; 12 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

“გადაწყვეტილების მიმღებებს აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა”- ილიაუნის რექტორი

16:49; 12 თებერვალი, 2026

"ატარეთ პირბადეები"- ნიპა ვირუსით მოზარდი გარდაიცვალა (უცხოეთი)

"მთის დღეები" ბახმაროში დასრულდა

ყველა სიახლე

სამართალი

რას აცხადებს მოკლული ბიზნესმენის ლევან ჯანგველაძის მძღოლი

14:19; 13.02.2026
ფინანსები

მიიღეთ 20%-იანი ქეშბექი extra -ზე საქართველოს ბანკის AmEx ბარათით გადახდისას

13:50; 13.02.2026
ფინანსები

“წავიდა ჩვენი სავალუტო რეზერვები ჩინეთში!” – რომან გოცირიძე

13:40; 13.02.2026
სამართალი

„გამოსვლა ვერ შეძლო, გაიგუდა“ – ტრაგედია სამეგრელოში

13:33; 13.02.2026
სამართალი

გურიაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოვლინდა

13:31; 13.02.2026
ფინანსები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

13:27; 13.02.2026
პოლიტიკა

“1-ელი მარტიდან მნიშვნელოვნად შეიზღუდება” _ ვის შეეხება ცვლილება?

12:33; 13.02.2026
საზოგადოება

ექადიის ტყე-პარკი საჭირო ფრინველებით შეავსო

12:29; 13.02.2026
სამართალი

“გარყვნილი ქმედება და ძალადობა არასრულწლოვანი შვილების მიმართ”

12:20; 13.02.2026
საზოგადოება

“უმ­ძი­მე­სი და­ნაკ­ლისია” _ ცნობილი ქართველი მსახიობი გარდაიცვალა

12:12; 13.02.2026
საზოგადოება

როდის არის ბავშვის თავის ტკივილი საგანგაშო და რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა

9:59; 13.02.2026
საზოგადოება

“სანამ ცოცხალი ვარ, თავზე ნუ დამაწვიმს!”  _ ასაკოვანი ქალი დახმარებას წლებია, უშედეგოდ ელოდება

9:46; 13.02.2026
ფინანსები

“ღმერთო, ჩამოი დაბლა, რაფერ უძლებ ამდენს???”

9:44; 13.02.2026
ზაფრანი

რას უნდა უფრთხილდნენ ზოდიაქოს ნიშნები   

9:40; 13.02.2026
ზაფრანი

ყველაზე ძუნწი ზოდიაქოს ნიშნები   

9:38; 13.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო