https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

როდის გაიაფდება საწვავი საქართველოში

10:57; 13.04.2025
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ნავთობის ფასი კატასტროფულ ვარდნას განიცდის. ამის მიზეზი გლობალური პროცესები, ტრამპის სატარიფო პოლიტიკა და ეკონომიკის მიმართ ნეგატიური მოლოდინია. ბოლო სამი დღის განმავლობაში 1 ბარელი ნავთობის ღირებულება 63 დოლარამდე ჩამოვიდა და სავარაუდოდ, კიდევ დაიკლებს. ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ  ფასი შესაძლოა 55-დოლარიან ნიშნულს მიუახლოვდეს. 

ტრამპის ტარიფებმა, რომელიც უამრავ ქვეყანას, განსაკუთრებით კი ჩინეთს და ევროკავშირს დაუწესდა, მსოფლიო დიდ გაუგებრობაში ჩააგდო. ამასთან, შავი ოქროს ფასზე დიდი გავლენა მოახდინა ,,ოპეკი პლუსის” წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებამ ნავთობის მოპოვების გაზრდასთან დაკავშირებით.

ბოლო რამდენიმე დღეა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი კლებას განაგრძობს. საერთაშორისო ბირჟებზე ნედლი ნავთობის ფასი 63 დოლარამდეა შემცირებული. ამდენად ფასი ბოლო ოთხი წლის მინიმალურ ნიშნულზეა. როგორც “როიტერი” წერს, კლება მსოფლიოში სავაჭრო ომების დაწყებას უკავშირდება,რაც ასევე ეკონომიკის ზრდის შენების მოლოდინს აჩენს, ეს კი, თავის მხრივ, ნავთობზე მოთხოვნას შეამცირებს.

“ჯიპი მორგანის” ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ მსოფლიო ეკონომიკის რეცესიის შანსი 60%-მდეა გაზრდილი. ეს უფრო მეტად რეალური ჩინეთის საპასუხო ტარიფებმა გახადა, როცა მსოფლიოს მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანამ აშშ-ის საპასუხოდ დამატებით 34%-იანი ტარიფი დაუწესა.

ბოლო მონაცემებით, “ბრენტის” ტიპის ნავთობი ბირჟაზე 63 დოლარი ღირს, რაც ბოლო 5 დღეში თითქმის 17%-იანი კლებაა. ამერიკული “ლაითი” 60 დოლარი ღირს, 18%-ით ნაკლები, ვიდრე 5 დღის წინ. ნავთობზე ფასის კლებას 2 მთავარი ფაქტორი განაპირობებს. პირველ რიგში, ეს სატარიფო ომის დაწყებას უკავშირდება, რაც ეკონომიკური ზრდის შენელების მოლოდინს აჩენს, რაც ნავთობზე მოთხოვნის შემცირებას იწვევს. მეორე ფაქტორი კი “ოპეკი პლუსის” განცხადებაა მოსალოდნელზე მაღალი მოპოვების შესახებ, რაც ასევე ზრდის წნეხს.

რაც შეეხება გავლენას ქართულ ბაზარზე, ტენდენცია უკვე დაიწყო და საწვავი  ბოლო დღეების განმავლობაში დაახლოებით 5-13 თეთრით გაიაფდა.

ყველაზე მოთხოვნადი რეგულარის ტიპის საწვავის ღირებულება ბრენდირებულ სადგურებზე დღეს 2,69 ლარიდან, 2,99 ლარამდე შუალედშია. დიზელის ფასი კი სხვადასხვა სადგურზე 2,59-დან 3,05 ლარამდე მერყეობს.

ცვლილებას ანალიტიკოსი ნიკა შენგელია არასაკმარისად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ბენზინი, სულ მცირე, 25-30 თეთრით ნაკლები უნდა ღირდეს. მან ,,რეზონანსთან” იმ გარემოებებზეც გაამახვილა ყურადღება, რამაც გლობალურ ბაზრებზე ნავთობის მკვეთრი გაიაფება გამოიწვია.

,,ნავთობის ფასის ვარდნა უკავშირდება ამერიკის პრეზიდენტის წამოწყებას, რომ მან  185 ქვეყნის მიმართ შემოიღო მაღალი ტარიფები, მინიმუმ 10%-იანი, ზოგიერთი ქვეყნისთვის – გაცილებით მეტი. აქედან გამომდინარე, ინვესტორები, რომლებიც ნავთობით ვაჭრობენ, ახლა უფრო საიმედო ინვესტიციად მიიჩნევენ ოქროს, შესაბამისად, ოქროს ღირებულება იზრდება, პარალელურად კი ეცემა დოლარის ინდექსი, საფონდო ინდექსები და უკვე ნავთობის ფასმაც დაიწყო ვარდნა. გაურკვევლობა მაქსიმუმ ამ კვირის ბოლომდე გაგრძელდება. მერე უკვე  ბაზარი დასტაბილურებას დაიწყებს.

ეკონომიკაში ბევრი რამ იცვლება,  უნდა შევეგუოთ, რომ მსოფლიო არ იქნება ისეთი, რასაც მიჩვეული ვიყავით. გლობალური ეკონომიკის და  საფონდო ბაზრების სიტუაციიდან გამომდინარე, ბევრი რამ იცვლება და მათ შორის ნავთობის ბაზარი, რომელიც მთლიანად მიმდინარე გლობალური პროცესების გავლენას განიცდის”, – აღნიშნა ნიკა შენგელიამ და ადგილობრივი ბაზრის ტენდენციებზეც ისაუბრა.

,,მოპოვების ზრდა განპირობებულია მოთხოვნის ზრდით. შეიძლება ნედლი ნავთობის ფასი 55 დოლარამდეც ჩამოვიდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენთან საწვავი შესამჩნევად გაიაფდება. პანდემიის დროს ნავთობის ფასი 25 დოლარამდეც კი დავარდა, მაგრამ ქართული ბაზარზე დიდად არაფერი გაიაფებულა, მიუხეედავად იმისა, რომ ეკონომიკა პრაქტიკულად გაჩერებული იყო. საქართველოში  არის 6-8 ოპერატორი, ამ სფეროში ჩვენ გვაქვს კარტელური გარიგებები, ამიტომ მაქსიმალურად შეეცდებიან, ფასი შეინარჩუნონ. რეალური კონკურენცია რომ არსებობდეს, ბენზინი  25-30 თეთრით იაფი უნდა ღირდეს, მაგრამ ეს არ ხდება და გაზრდილი ხარჯები ტვირთად აწევს მოსახლეობას”, – უთხრა ,,რეზონანსს” ნიკა შენგელიამ.

განსხვავებული მოსაზრებისაა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილი. მისი შეფასებით, მსოფლიო სანავთობო ბაზრებზე სტაბილურობა სწორედ ახლა იწყება და ამის გავლენას მალე ქართული ბაზარიც იგრძნობს.

,,მსოფლიო ეკონომიკაში ცვლილებებია. სანავთობო ბაზრების სტაბილიზაცია დაიწყო. ფასების კორექტირება ხდება და ჩვენც შეგვეხო, 5-10 თეთრით უკვე გაიაფდა ადგილობრივ ბაზარზე საწვავი  და ეს ტენდენცია გაგრძელდება. 

მთლიანობაში მხარს ვუჭერ, თუკი ვინმე იქნება მშვიდობის მედროშე. მთავარია, შედეგი დაგვანახოს. ადრე არ ინტერესდებოდნენ. მაგალითად, შეიკრიბებოდნენ ,,ოპეკის” ქვეყნების წარმომადგენლები, იღებდნენ გადაწყვეტიულებას კლების ან ზრდის შესახებ. ეს იყო ხშირად მთელი მსოფლიოსთვის მიუღებელი. როცა ბალანსი ირღვევა, მას კარგი შედეგი არავისთვის არ მოაქვს. 

ასევე მხედველობაშია მისაღები პოლიტიკური აშლილობები, რეგიონული ვითარება, ფიუჩერსული გარიგებები, ამას თავისი შედეგი მოაქვს. ზოგიერთი ქვეყანა ამას შეგნებულადაც აკეთებს. 

ვფიქრობ, რომ ეს მოვლენები გაგრძელდება. ვნახავთ, სანამდე მივა, თუ მშვიდობა იქნება, აუცილებლად დასტაბილურდება ბაზრები, რაც მერე შიდა სამომხმარებლო ფასებზეც აისახება. ნავთობპროდუქტი არის ისეთი ტიპის საქონელიი, რომლის ღირებულების პროგნოზი ჭირს, თუმცა მოლოდინი მაინც დადებითია, ფაქტობრივად, ყველა პირობაა, რომ ფასი 60-დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდეს, თუკი ტენდენცია გაგრძელდება”, – განუცხადა “რეზონანსს” ვახტანგ იობაშვილმა.

ადგილობრივ ბაზარზე დადებით მოლოდინიაა. “სენტა პეტროლიუმის” გენერალური დირექტორის ზაალ იაკობიძის თქმით, გაიაფებული საწვავი საქართველოში ჯერ არ შემოსულა, თუმცა მოლოდინის გამო ფასის კლება მაინც დაწყებულია.

,,70 დოლარით დაეცა ბენზინის და დიზელის ფასი ბირჟებზე. დღეისათვის ერთი ტონა დიზელი 605 დოლარი ღირს, ხოლო ბენზინის “პლატცის” მიხედვით 651 დოლარია. ეს რომ გადავიტანოთ თეთრებში, ნიშნავს, რომ დაახლოებით 25-30 თეთრით შემცირდა იმ საწვავის ღირებულება, რომელიც ჩვენ შემოგვაქვს ძირითადად რუსეთიდან.

საბითუმო ბაზარზე სრულად არ არის ასახული, თუმცა კლება დაიწყო. გაიაფებული საწვავი ჯერჯერობით არ შემოსულა. ამას დრო უნდა – შეძენა, ტრანსპორტირება, შემოტანა და ა.შ. უახლოეს პერიოდში ეს აუცილებლად აისახება საბითუმო ბაზარზე. ცხადია, ეს უკვე გამოიწვევს საცალო ბაზარზე ფასის კორექტირებასაც და ამას უნდა ველოდოთ უახლოეს პერიოდში. საცალო სეგმენტში 10-14-დღიან პერიოდში მოხდება ცვლილება ”, – განაცხადა  “საქმის კურსთან” ზაალ იაკობიძემ.

“სენტას პეტროლიუმის” მონაცემებით, დღეს 1 ლიტრი რუსული დიზელისა და ბენზინის საშუალო საბითუმო ფასი 2,25 ლარია.

წყარო: რეზონანსი

საწვავის ფასი
გაზიარება7Tweet5Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:38; 16 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

20:43; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

„განახლებული, ავტორიზებული, მაგრამ ისევ დაკეტილი _ რატომ ვერ გაიხსნა შუხუთის სკოლა“

17:38; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

14:14; 15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში სწავლის მსურველებისთვის საინფორმაციო ვებინარი გაიმართება

14:11; 15 სექტემბერი, 2026

მოზარდი ლიფტის შახტში დაიღუპა- რას აცხადებს თბილისის მერია

SJC: პოლიტიკური დევნის მორიგი ტალღა საზოგადოებრივ მაუწყებელში

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ყაველაშვილმა ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

18:48; 16.09.2026
სამართალი

ეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში – ლილუაშვილის ადვოკატი

18:40; 16.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

18:23; 16.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის ყოფილ უფროსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

18:15; 16.09.2026
ფინანსები

SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს

17:45; 16.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:38; 16.09.2026
ფინანსები

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი 17 სექტემბრისთვის

17:12; 16.09.2026
სამართალი

შსს-მ ქვემო ალვანში 10 წლის ბავშვის მიმართ შესაძლო იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

17:07; 16.09.2026
ფინანსები

Forbes-მა ბიძინა ივანიშვილის ქონება ისევ $2.7 მილიარდად შეაფასა

17:00; 16.09.2026
პოლიტიკა

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია

16:54; 16.09.2026
x
პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე – Enka-სთან დაკავშირებით ვაშინგტონის გადაწყვეტილებაც ექვემდებარება გასაჩივრებას

16:34; 16.09.2026
სამართალი

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინეს

14:58; 16.09.2026
ფინანსები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

14:54; 16.09.2026
პოლიტიკა

პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები დაამტკიცა

14:49; 16.09.2026
სამართალი

შეჩერებული „ნამახვანჰესის” კომპენსაციისთვის საქართველომ თურქულ Enka-ს 400 მლნ დოლარზე მეტი უნდა გადაუხადოს

14:28; 16.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო