“გამწარებული დედა გეხვეწებით, დამეხმარეთ” ,_ ამ შინაარსის ტექსტს სოციალურ ქსელში მდინარე ცხენისწყალში გაუჩინარებული 6 წლის ბიჭის დედა ავრცელებს.
“გთხოვთ, დამეხმარეთ, დავკარგე შვილი მდინარე ცხენისწყალზე. ბაბუას ჰყავდა თავის და-ძმასთან ერთად, 5 წუთში კი გაქრა… იქნებ ვინმემ რამე დაინახეთ, გთხოვთ. გამწარებული დედა გეხვეწებით, დამეხმარეთ. იქნება ვინმემ სადმე ნახეთ”,_ წერს ბავშვის დედა.
შეგახსენებთ, რომ ხონში, მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბიჭს რამდენიმე საათია ეძებენ. სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ასევე, ადგილობრივი მოსახლეობაც.
ავტორი