„ჩვენ ამ განაჩენს კატეგორულად არ ვეთანხმებით, ამის შესახებ პროკურატურის საგანგებო ბრიფინგზე მთავარმა პროკურორმა განაცხადა. ირაკლი შოთაძის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ.
ირაკლი შოთაძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლითაც ერთი ბრალდებული დავით სარალიძესთან მიმართებაში, ხოლო მეორე ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში გამართლდა.
“შვეიცარიის ქალაქ ლოზანის ექსპერტიზის ბიუროსთან შევთანხმდით, რომ ექსპერტიზა შვეიცარიის საექსპერტო ბიუროში ჩატარდეს, მათ ყველა მტკიცებულება მიეწოდებათ.
ზაზა სარალიძეს მის ადვოკატთან ერთად შესაძლებლობა მიეცემა ნებისმიერი კითხვა ჩვენი მეშვეობით დაუსვას შვეიცარიის საექსსერტო ბიუროს. გადავწყვიტეთ სისხლის სამართლის გამოძიებაში ჩავრთოთ საერთაშორისო უცხოელი პროკურორები,”- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.