ლანჩხუთის სკოლამდელი საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელის, ნატა კობალავას ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი იანვრის თვეში არ განახლდება.
“სააღმზრდელო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით ჯერ რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არაა მიღებული, უახლოეს დღეებში ვგეგმავთ სამუშაო შე ხვედრას და ჩამოვყალიბდებით როდისთვის იქნება შესაძლებელი ბაღების ფუნქციონირების განახლება. იანვრის თვეში გამორიცხულია დაიწყოს,”– განმატავს ცენტრის ხელმძღვანელი.