სასწავლო -სააღმზრდელო დაწესებულებებზე უქმე დღეების ფარგლებში გამოცხადებული შეზღუდვები იხსნება. ამის შესახებ საკორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში 4 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით უქმე დღეები იყო გამოცხადებული.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 13 მაისიდან, ხუთშაბათიდან, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს ყველა დაწესებულება.