https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

    იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

    ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა

    დონალდ ტრამპი: “ევროპა ცუდი მიმართულებით მიდის”

    ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში – დაღუპულია, სულ მცირე, 30 ადამიანი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ „საპსანის“ რაკეტების გამოყენება დაიწყო

    იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – რა ვიდეო ვრცელდება

    ვოლოდიმირ ზელენსკი – კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა

    დონალდ ტრამპი: “ევროპა ცუდი მიმართულებით მიდის”

    ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში – დაღუპულია, სულ მცირე, 30 ადამიანი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“განახლებული გამოძიება უნდა დაიწყოს”- სოციალური სამართლიანობის ცენტრი მაჩალიკაშვილის საქმეზე

15:51; 15.05.2025
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის აღსრულების საკითხზე მინისტრთა კომიტეტს მოსაზრებები წარუდგინა.

” 7 მაისს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მაჩალიკაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხზე წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა და ითხოვს, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ხელახალი გამოძიების დაუყოვნებელი დაწყების დავალდებულებას სახელმწიფოსთვის და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეფასებას.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს მაჩალიკაშვილის საქმის აღსრულების შესახებ მოსაზრებებს რეგულარულად წარუდგენს. ამ დრომდე, კომიტეტს მოსაზრებები წარვუდგინეთ 2023 წლის დეკემბრის, 2024 წლის მარტის და 2024 წლის სექტემბრის ადამიანის უფლებათა სხდომებზე განხილვის მიზნით, რომლის ფარგლებშიც, კომიტეტს სისტემატურად ვაწვდიდით ინფორმაციას მაჩალიკაშვილის გადაწყვეტილების აღსრულების პრობლემების თაობაზე. 2024 წლის 12-14 მარტის სხდომაზე, მინისტრთა კომიტეტმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდა, დროულად მიეღო გამოძიების განახლების თაობაზე გადაწყვეტილება, თუმცა უშედეგოდ. მინისტრთა კომიტეტისთვის გაგზავნილ ვრცელ წერილობით მოსაზრებაში, სოციალური სამართლიანობის ცენტრი ითხოვს, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაევალოს გამოძიების განახლება და საქმეზე აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ამასთან, მაჩალიკაშვილის საქმის დროული აღსრულების მნიშვნელობისა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით, მინისტრთა კომიტეტს მივმართავთ თხოვნით, რომ მაჩალიკაშვილის საქმეზე ზედამხედველობა ადამიანის უფლებათა ყველა სხდომაზე განახორციელოს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე სცდება კონკრეტული ოჯახის პირად ტრაგედიას და ამხელს საქართველოში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის დაუსჯელობის სისტემურ პრობლემას და განსაკუთრებით, პანკისის რეგიონში სახელმწიფო პოლიტიკის ჭარბ სექურითიზაციისა და კონტროლსა და დასჯაზე დაფუძნებული პოლიტიკის პრობლემას.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2017 წლის 26 დეკემბერს, სოფელ დუისში, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საკუთარ საძინებელში სასიკვდილოდ დაჭრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმელმა. სპეცოპერაცია ჩატარდა სიცოცხლის უფლების დაცვის სტანდარტების საწინააღმდეგოდ დაგეგმილი და განხორციელებული ოპერაციის ფარგლებში, რასაც თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოძიების ვერსიით, თემირლან მაჩალიკაშვილს გასროლის მომენტში ხელყუმბარა ეჭირა და მის აფეთქებას ცდილობდა. თუმცა, საქმის გარემოებების, ჩატარებული გამოძიების ხარვეზებისა და არსებითი მტკიცებულებების შესაძლო გაყალბებისა და განადგურების შესახებ არსებული ლეგიტიმური ეჭვების გათვალისწინებით, ოჯახი ამტკიცებდა, რომ ხელყუმბარა თემირლან მაჩალიკაშვილს გასროლის შემდეგ ჩაუდეს, რათა პასუხისმგებლობა აერიდებინათ იმ პირებისთვის, რომლებმაც ეს სპეცოპერაცია დაგეგმეს და განახორციელეს.

2020 წლის 25 იანვარს პროკურატურის მიერ გამოძიების შეწყვეტის შემდეგ, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა, რომლითაც, მათ შორის, ვამტკიცებდით, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ სახელმწიფომ დაარღვია სიცოცხლის უფლება და არ ჩაატარა მისი მკვლელობის საქმის ეფექტიანი და ყოვლისმომცველი გამოძიება. 2023 წლის 19 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება ფუნდამენტური ხარვეზებით ხასიათდებოდა (გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრობლემა, სპეცოპერაციის დაგეგმვისა და ანგარიშგების დოკუმენტების არარსებობა, დაზარალებულის არასათანადო ჩართულობა გამოძიების პროცესში) და სწორედ ამ ხარვეზების გამო ვერ შეძლო სასამართლომ ორ კონფლიქტურ ვერსიას შორის სიმართლის დადგენა სიცოცხლის უფლების დარღვევის საკითხზე.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, ჩვენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არაერთგზის მივმართეთ გამოძიების განახლებისა და მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მოთხოვნით. 2024 წლის მარტის გადაწყვეტილებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების განახლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმაც. ამ მოთხოვნებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური დუმილით პასუხობდა და მხოლოდ 2024 წლის 18 ივნისს, ფეისბუქ პოსტით გავრცელებული განცხადებით, დაზარალებულის ოჯახისა და ადვოკატების ინფორმირების გარეშე, აცნობა საზოგადოებას, რომ არ განაახლებდა გამოძიებას.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების ვერსიები, არასწორად განმარტა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დებულებები, და დაუსაბუთებლად გამორიცხა ახალი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების პერსპექტივები, მაშინ, როდესაც პროკურატურამ საქმეზე საკვანძო გარემოებების დადგენისთვის აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები ხარვეზიანად ჩაატარა, ხოლო კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხების ნაწილი – სრულად უყურადღებოდ დატოვა. ამასთანავე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ანალიზი აჩვენებს, რომ სამსახურმა გამოძიების განახლებაზე უარის დასასაბუთებლად, უმნიშვნელოდ წარმოაჩინა ევროპული სასამართლოს მიერ გამოვლენილი გამოძიების ხარვეზები და მათი გავლენა გამოძიების შედეგებზე.

ჩვენი მტკიცებით, განახლებულ გამოძიებას აქვს რესურსი და მან უნდა შეისწავლოს შემდეგი საკითხები:

  • მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურების და შესაძლო ფალსიფიკაციის თაობაზე უნდა დაიწყოს დამოუკიდებელი გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხებიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პირველადი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირები;
  • განახლებულმა გამოძიებამ უნდა შეისწავლოს სპეცოპერაციის დაგეგმვასა და აღსრულებაზე პასუხისმგებელი პირების კომუნიკაციების მონაცემები, მათ მიერ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სოციალური ქსელებითა და აპლიკაციებით გაგზავნილი და მიღებული შეტყობინებები;
  • უნდა ჩატარდეს საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელიც დაადგენს გასროლაზე პასუხისმგებელი სპეცრაზმელების მიერ მიცემული ჩვენებების სისწორეს და თემირლან მაჩალიკაშვილის ქცევას გასროლის მომენტში;
  • გამოძიებამ უნდა შეისწავლოს სპეცოპერაციის დაგეგმვის და ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რაც მჭიდროდ უკავშირდება ძალის გამოყენების აუცილებლობას;
  • თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონის მდებარეობის, მობილურზე არსებული სისხლის კვალის წარმომავლობის დადგენა და მისი ყურსასმენების არსებობის საკითხი, რაც ადასტურებდა ოჯახის ვერსიას, რომ გასროლის მომენტში თემირლან მაჩალიკაშვილს ყურსასმენები ეკეთა.

შესაბამისად, საგამოძიებო ორგანოების მიერ ხშირად განმეორებად მოსაზრებას, რომ გამოძიებას არ აქვს რესურსი ამ საქმეზე დადგინოს სიმართლე უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მივიჩნევთ.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი კატეგორიულად ეწინააღმდეგება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის აღნიშნულ გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 1 წლის დაგვიანებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მიღებული დასკვნა გამოძიების განახლების მიზანშეუწონლობის შესახებ, სახელმწიფოს მიერ ევროპული კონვენციის მე-2 მუხლიდან (სიცოცხლის უფლება და ეფექტიანი გამოძიება) და 46-ე მუხლიდან (ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების სავალდებულო ძალა) გამომდინარე ვალდებულებების უხეში დარღვევის გამოვლინებაა და მინისტრთა კომიტეტისგან სათანადო შეფასებას საჭიროებს. კონვენციის 46-ე მუხლი სახელმწიფოებს ავალდებულებს, განახორციელონ ყველა აუცილებელი ღონისძიება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ეფექტიანი აღსრულებისთვის, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს მსხვერპლისთვის დარღვეული უფლებების აღდგენას. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში ეფექტიანი გამოძიების ჩატარება და პასუხისმგებელი პირების დასჯა. ამ ვალდებულების საწინააღმდეგოდ, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების დადგომის გაუმართლებელი გაჭიანურება და დაზარალებულის ლეგიტიმური ინტერესების  მუდმივი უგულებელყოფა ახანგრძლივებს ოჯახის ტანჯვას, და დეჰუმანიზების უმძიმესი მაგალითია.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მაჩალიკაშვილის საქმის გარდა, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ეფექტიანი აღსრულების პრობლემა საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სხვა საქმეებშიც ვლინდება. საქართველოს წინააღმდეგ მიღებული საქმეების სტატისტიკური ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველო აღუსრულებელი გადაწყვეტილებების მაჩვენებლებით, ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებს შორის ბოლოდან მესამე ადგილზეა აზერბაიჯანის და სერბეთის შემდეგ. ამასთან გაზრდილია აღუსრულებელი მნიშვნელოვანი გავლენის მქონე საქმეების რიცხვი, რომელთა ნაწილი 10 წელზე მეტი ხანია შეუსრულებელი რჩება. აღუსრულებლობის ტენდენცია განსაკუთრებით ნეგატიურ შინაარსს სიცოცხლის და წამების დაუშვებლობის უფლებასთან კავშირში იღებს, რაც განსაკუთრებით საგანგაშოა.

მაჩალიკაშვილის საქმის აღსრულების თაობაზე წარდგენილ მოსაზრებებს მინისტრთა კომიტეტი 2025 წლის 10-12 ივნისს გამართულ სხდომაზე შეაფასებს. სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ინტერესების დაცვას და კომიტეტის გადაწყვეტილების შესაბამისად ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას. ვიმედოვნებთ, რომ მინისტრთა კომიტეტი გაითვალისწინებს ჩვენს მიერ წარდგენილ პოზიციას და სახელმწიფოს კიდევ ერთხელ ექსპლიციტურად დაავალდებულებს, ჩაატაროს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დამოუკიდებელი, ობიექტური და სრულყოფილი გამოძიება”,_ ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის გავრცელებულ ინფორმაციაში.

სოციაური სამართლიანობის ცენტრი
გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

როდის დაიწყება და რამდენხანს გასტანს საბავშვო ბაღებში საახალწლო არდადეგები

13:57; 10 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

თიბისიმ თვითმომსახურების ობიექტებში პოს-ტერმინალების აქტიური ინტეგრაცია დაიწყო

13:05; 10 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

Spotlight-ის სპიკერები ცნობილია – ღონისძიების წარმდგენია საქართველოს ბანკი

12:39; 10 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

„სამოქალაქო პიკნიკი – კაპარჭინასთვის“ –  მდინარის პერსპექტივები ფოთის მოსახლეობის თვალით

12:25; 10 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

სურსათის სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

11:19; 10 დეკემბერი, 2025

თიბისი ლიზინგმა EBRD-ისგან 11 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

სასამართლო პროცესზე მოწმე პოლიციელმა ბრალდებულებს მოძალადეები უწოდა, რასაც ხმაური მოჰყვა

ყველა სიახლე

პოლიტიკა

საია: 2025 წელი საქართველოში შეზღუდული თავისუფლებების წელია

15:06; 10.12.2025
პოლიტიკა

ვის ჩამოეწერება ჯარიმები

15:00; 10.12.2025
პოლიტიკა

რას აცხადებს ირაკლი კობახიძე გალის რაიონში საბაჟო ტერმინალის მშენებლობაზე

14:52; 10.12.2025
პოლიტიკა

პაატა სალია: ევროკავშირის წევრი 17 ქვეყანა საქართველოს უსაფრთხო სახელმწიფოდ მიიჩნევს

14:48; 10.12.2025
მსოფლიო

სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

14:42; 10.12.2025
პოლიტიკა

როდემდე უნდა გაგრძელდეს მიწის სპორადული რეგისტრაცია და რა სიახლეებია

14:27; 10.12.2025
პოლიტიკა

პაპუაშვილი: UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა

14:12; 10.12.2025
პოლიტიკა

გია ვოლსკი: BBC-ის წინააღმდეგ სარჩელზე მუშაობა დაწყებულია

14:05; 10.12.2025
საზოგადოება

როდის დაიწყება და რამდენხანს გასტანს საბავშვო ბაღებში საახალწლო არდადეგები

13:57; 10.12.2025
ზაფრანი

სიხარულის ჰოროსკოპი

13:54; 10.12.2025
ზაფრანი

ვის გააჩნია მოვლენების წინასწარ ხედვის ნიჭი

13:53; 10.12.2025
ზაფრანი

ყველაზე ჭკვიანი ქალები

13:52; 10.12.2025
Cute little child plays with book while wearing glasses, isolated over white
ზაფრანი

ასტროლოგია – ყველაზე სერიოზული პატარები

13:51; 10.12.2025
საზოგადოება

თიბისიმ თვითმომსახურების ობიექტებში პოს-ტერმინალების აქტიური ინტეგრაცია დაიწყო

13:05; 10.12.2025
საზოგადოება

Spotlight-ის სპიკერები ცნობილია – ღონისძიების წარმდგენია საქართველოს ბანკი

12:39; 10.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

11:51; 10.12.2025
0

“ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

11:04; 10.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო