“ტაბულას” დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილი ახალი მინისტრთა კაბინეტი შეაფასა.
“განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა მთავრობის მიერ ხელშეწყობილი ერთ-ერთი მაჩანჩალა უნივერსისტეტის – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ხელმძღვანელი. თან იმის გამოცდილებით, რომ მთელი მთავრობა იქ იყო, როცა ეს უნივერსიტეტი იხსნებოდა. ქუმსიშვილმა მაშინ თქვა, რომ მრავალი მილიონი ჩაისხმება და ეს იქნება საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა. პრემიერად გვყავს ადამიანი, რომელმაც რკინიგზის შემოსავლები სამჯერ შეამცირა”, _ განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.