ზამთრის მეორე თვის ბოლო დღეებს საქართველო თბილი და უნალექო ამინდით დაემშვიდობება.
30 და 31 იანვარს ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია მზიანი ამინდი:
• დასავლეთის დაბლობზე ტემპერატურა +18 გრადუსამდე მოიმატებს.
• აღმოსავლეთის ბარში დაფიქსირდება +12 გრადუსი.
იანვრის ბოლო დღეებს გაზაფხულის სითბოს მსგავსი ფონის ქვეშ გავატარებთ, რაც განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება დასავლეთ საქართველოში. _ წერს სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.
































































