“ჩვენ განსხვავებული ევროპა გვჭირდება”,_აღნიშნული განცხადება იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მარიო მონტიმ Euronews-თან გააკეთა.
მან ევროკავშირის არჩევნების წინ ნაციონალისტური პარტიების მხრიდან საფრთხეზე ისაუბრა.
როგორც მონტი ამბობს, იტალიაში ძირითადი მიღწევები ნაცოინალისტურ და პოპულისტურ პარტიებს ექნებათ, თუმცა, არ აქვს მოლოდინი, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ან ევროკომისიის წევრები პოპულისტები და ნაციონალისტები იქნებიან.
მონტიმ განაცხადა, რომ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცვლას იმედოვნებს მთელ კონტინენტზე.
როგორც ცნობილია, მაისის ბოლოს ევროპარლამენტის ხელმძღვანელობა იცვლება.
როგორც ცნობილია, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იტალია ხმას 26 მაისს მისცემს.