ხილის კოქტეილით განტვირთვის დღე
ამ განტვირთვის დღის არსი დიდი რაოდენობით ცილის მიღებაშია. ბლენდერში უნდა აურიოთ 500 გრ ხაჭო, 0,5 ლ კეფირი და ხილი (გარდა ბანანის, ყურძნისა და ლეღვისა). კოქტეილის ძირითად ნაწილს შეადგენს კეფირი და ხაჭო, რის შედეგადაც მიიღებთ დიდი დოზით ცილას, რაც დადებითად აისახება ნივთიერებათა ცვლაზე.
თუ ბოსტნეულს ანიჭებთ უპირატესობას, კეფირსა და ხაჭოს შეურიეთ კიტრი და მწვანილი (სალათის ფურცლები, ოხრახუში, ხახვი, ისპანახი).
განტვირთვის დღე ბანანით
ბანანი შეიძლება წყალთან (ჭამოთ ბანანი და დააყოლოთ წყალი), ხაჭოსთან ან რძესთან ერთად ბლენდერში ათქვეფილი.
განტვირთვის დღე ვაშლით
მწვანე ვაშლი ითვლება ყველაზე სასარგებლოდ. მიირთვით ვაშლი და დააყოლეთ ხაჭო. ან ვაშლის მიღებამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ 1 ჩაის ჭიქა მინერალური წყალი.
































































