კარგა ხანია, ნიუ-იორკის “იუნიონის მოედნის” ადგილობრივ ღირსშესანიშნაობად იქცა განუყრელი წყვილი: ნიუ-იორკელი ახალგაზრდა მამაკაცი ჩარლი და მის თავზე ფეხმოუცვლელად მჯდომი კატა ნიკოლასი.
წყვილი ყოველდღიურად ნებისმიერ ამინდში – წვიმაში, თოვლსა თუ ქარში მუდამ “ადგილზეა”.
ისინი ტურისტებისა და თანაქალაქელებისგან გასამრჯელოდ მხოლოდ რამდენიმე ცენტს ითხოვენ და შოულობენ კიდეც – ჩარლის შესანიშნავი იუმორისა და ნიკოლასის “მუსიკალური კნავილის” წყალობით…