ევროკავშირის კომისია საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე ვეტოს დაძლევას და კანონის დამტკიცებას ეხმაურება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ კანონის მიღების შედეგად ქვეყანა ევროკავშირში გასაწევრიანებლად საჭირო რეკომენდირებული 9 ნაბიჯიდან სულ მცირე 3-ით უკან იხევს და ევროკავშირი მიიღებს ყველა საჭირო ზომას რეაგირებისთვის.
“ევროკავშირი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა დაეძლია პრეზიდენტის ვეტო კანონზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და უგულებელყო ვენეციის კომისიის დეტალური სამართლებრივი არგუმენტები, რამაც გამოიწვია მკაფიო რეკომენდაცია ამ კანონის გაუქმების შესახებ.
ევროკავშირმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს. მისი ამოქმედება იწვევს ევროკავშირის ლიდერების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სტატუსის შესახებ კომისიის რეკომენდაციას (დეზინფორმაციის შესახებ; პოლარიზაციას; ფუნდამენტური უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობის შესახებ) ცხრა ნაბიჯიდან სულ მცირე სამში უკან დახევას და უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ.
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღმა, აქამდე არასაკმარისი პოლიტიკური ყურადღება იყო მობილიზებული ცხრა საფეხურზე არსებითად პროგრესისთვის.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას შეცვალოს ეს ტენდენცია და მტკიცედ დაბრუნდეს ევროკავშირის გზაზე. ჯერ კიდევ არის დრო დინამიკის შესაცვლელად – მაგრამ საჭიროა მმართველი ხელისუფლების მხრიდან ძლიერი ვალდებულება.
ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები განიხილავენ ყველა ვარიანტს ამ მოვლენებზე რეაგირებისთვის.
ჩვენ ვაგრძელებთ ქართველ ხალხის გვერდით დგომას და ვაღიარებთ მათი აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს მათი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის“,_ ნათქვამია განცხადებაში.