თბილისში, თემქზე, ურეკის ქუჩაზე, ,,BMW”-ს მარკის ავტომობილმა, დაახლოებით, 00:30 წუთზე, ორ კატას მიზან მიმართულად დაეტაკა, შემდგომ უკუსვლით ისევ გადაურა და დიდი სიჩქარით გააგრძელა გზა.
,,გურია ნიუსი“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდა ,,საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებას“, სადაც განაცხადეს, რომ მსგავს ფაქტები სამართალდამცავი ორგანოებისთვის “ჩვეულებრივი მოვლენაა”, ასევე, ქვეყანაში შესაბამისი კანონმდებლობაც არ არსებობს.
,,ცხოველისთვის მანქანის შეჯახება ჩვეულებრივი მოვლენაა სამართალდამცავი ორგანოებისთვის. ადამიანმა ცხოველი რომ მოკლას, რაც უნდა სისასტიკით იყოს, სისხლის სამართლის 59-ე კოდექსი არ ითვალისწინებს აღმკვეთ ღონისძიებას. თუ დაჯარიმდა პირი, ეს არის მხოლოდ 200 ლარამდე. იყო მსგავსი შემთხვევა, ადამიანმა ავტომობილით მოკლა ძაღლი, რომელიც კამერებმაც დააფქსირეს, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. საქართველოში ვართ და რაც ვართ იგივე კანონები გვაქვს“, _ განაცხადეს ,,საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებაში“.