ლანჩხუთელი ჟურნალისტი, 24 წლის ირმა ჭკუასელი გარდაიცვალა.
“გაფრინდა ჩვენი პატარა ჩიტი, ჩვენი რედაქციის ყველაზე პატარა ჟურნალისტი, ჩვენი მებრძოლი, ყველაზე კეთილი და კეთილშობილი. თვითონ უკეთეს სამყაროში გადავიდა, ჩვენ დაგვაკლდება ძალიან, ჩვენ ვერ ამოვავსებთ ამ სიცარიელეს“ _ დაწერა სოციალურ ქსელშ ჟურნალ „სარკეს“ მთავარმა რედაქტორმა, მედეა სანაიამ.
ჟურნალ „სარკის“ ჟურნალისტი, ირმა ჭკუასელი მძიმე სენს წლების განმავლობაში ებრძოდა.
“გურია ნიუსი” მწუხარებით თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს.