ამ წუთებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიასთან მონადირეები არიან შეკრებილები. როგორც ისინი ამბობენ, მათ უშლიან იმ ტერიტორიაზე ნადირობასაც, რომელიც არ შედის დაცულ ტერიტორიებში. მონადირეების თქმით, ისინი ელოდებიან გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელს.
„უკვე იმ ტერიტორიაზეც გვიშლიან ნადირობას, რომელიც არ შედის დაცულ ტერიტორიებში. ასეთი ზეწოლა მონადირეებზე არასდროს ყოფილა. გაფრთხილების მიზნით მესროლეს კიდეც. ჩვენ ვაპროტესტებთ არსებულ მდგომარეობას. შევხვდით მუნიციპალიტეტის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს. ისინი შეგვპირდნენ რომ ჩამოვიდოდა გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი. ჩვენც ველოდებით, რომ გავაცნოთ ჩვენი მოთხოვნები და მათგან პასუხი მივიღოთ, _ ამბობს „გურია ნიუსთან“ საუბრისას მონადირე რეზო ორაგველიძე.