დაახლოებით, ორკვირიანი ძებნის შემდეგ, დღეს, 18 იანვარს, 25 წლის არამ მურადიანი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
„დღეს ვნახეთ სოფლ ხაკის ტერიტორიაზე, გაყინული იყო, გარდაცვლილია, სამწუხაროდ. ადგილზე მეც ვიყავი, პოლიცია და მაშველებიც, ჯამში 52 ადამიანი“,- განუცხადა მედიას არამის ნათესავმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.