განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამართალდამცველებმა, 1982 წელს დაბადებულ ე.ა.-ს პირადი ჩხრეკისას, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება “სუბუტექსის” 220 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს.