პოლიციის პოლკოვნიკი, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
მისი გარდაცვალების ამბავს სოციალურ ქსელში ეხმაურება პირველი პრეზიდენტის ვაჟი გიორგი გამსახურდია:
“წეღან გავიგე, თემო გარდაცვლილა მღებრიშვილი, ჩემი უფროსი და ახლო მეგობარი. გარდა იმისა რომ იყო პროფესიონალი პოლიციელი, მიუხედავად მისი, საყოველთაო და უსამართლო დემონიზირებისა, იყო ასევე ძალიან დადებითი, პოზიტიური და უკეთილშობილესი ადამიანი. ძალიან დიდი წლები გვაკავშირებს ერთმანეთთან და მაგ წლებში ბევრი ტკბილი მოგონებები. გამორჩეული კაცი იყო ჩიგოლა და ბევრ ადამიანს დაწყვიტა გული დარწმუნებული ვარ.ნათელი მის ხსოვნას…
ჩემი მხედრული სალამი, ბატონო პოლკოვნიკო!”