გარდაიცვალა ემიგრანტი დედის ერთადერთი შვილი…
29 წლის გიორგი ბურჯანაძე. დედა კი მოკვდა.
გლოვობს ფერსათი (ემიგრანტებო, ჩემი იმერეთის მხარის ბაღდათის მუნიციპალიტეტში სოფელ ფერსათში გლოვის ზარია).
არადა, ემიგრანტი დედა კაპიკ-კაპიკ აგროვებდა თანხას შვილის სამომავლოდ. სახლში 29 წლის ვაჟკაცი ეგულებოდა. ეფერებოდა სიზმრებში. ოცნებობდა მისთვის. ყველაფერი კარგი ჰქონოდა…
ყველაფერს ამისთვის უძლებდა _ სიშორეს, სიცივეს. უღირდა ემიგრანტული ტვირთის ტარება.
ახლა კი მიემგზავრება საბერძნეთიდან, ათენიდან ცარიელ-ტარიელი, შვილგარდაცვლილი დედები კვდებიან, ისე სუნთქავენ თურმე… უბრალოდ, სუნთქავენ…
ასეა ჩვენი ემიგრანტი მეგობარი, დედა, ირინა წიქორიძე ახლა… მიდის მშობლიურ მიწაზე… მხოლოდ მიდის.
ღმერთო, გამძლეობა მიეცი ირინას!
ღმერთო, ნურცერთ დედას ნუღარ დააშორებ შვილს! დაააბრუნე ემიგრანტები მის სახლებში…
უფალო, ნურცერთ დედას ნუ მოუკლავ შვილს. განსაკუთრებით ემიგრანტ დედებს მონატრებულ შვილს ნუ წართმევ. დაიფარე ყველა დედა უფალო!, _ ინფორმაციას “ემიგრანტების იმედი შოთო სიხარულიძე” ავრცელებს.