“აღმოჩენა, რომლითაც მეცნიერულად დადასტურდა, რომ საქართველო ღვინის დაბადების ადგილია, ამერიკელ ბიოქიმიკოსსა და მკვლევარს, პროფესორ პატრიკ მაკგოვერნს ეკუთვნის. მას ალკოჰოლის ინდიანა ჯოუნსსაც კი უწოდებდნენ.
პატრიკ მაკგოვერნი, ახლახან, 80 წლის გარდაიცვალა. მისი აღმოჩენები არა მხოლოდ საქართველოს უძველესი ღვინის კულტურისთვის მსოფლიო აღიარების მომტანი იყო, არამედ კაცობრიობის საერთო ისტორიის აღმოჩენაში ამერიკული მეცნიერების წარჩინების მაგალითადაც დარჩა”,_ აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.
ფოტოების ავტორები: ელისონ დუნლეპი; მინდია ჯალაბაძე
































































