კოვიდინფიცირებული ტყუპი, რომელიც „კლინიკა ბომონდის“ ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდა, გარდაიცვალა.
ტყუპს, რომლებიც 28 კვირის ორსულობაზე დაიბადნენ, სამედიცინო დაწესებულებაში ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობდნენ.
ორივე ახალშობილის ფილტვი კოვიდური პნევმონიით სრულად იყო მოცული და მთელი განყოფილება იბრძოდა მათი სიცოცხლისთვის.
„ტყუპი დაბადებისთანავე აპარატზე გადავიდა. რესპირატორული დისტრეს სინდრომით დაიბადნენ და დინამიკაში დამძიმდნენ. ორივე კოვიდდადებითი დაიბადა. კოვიდური პნევმონია ჰქონდათ. მთელი განყოფილება 24-საათიან რეჟიმში ვიბრძოდით მათი სიცოცხლისათვის. პატარებისთვის მკურნალობა და ყურადღება არ დაგვიკლია, თუმცა ამის მიუხედავად, სამწუხარო შედეგი დადგა“, – აცხადებს “კლინიკა ბომონდის”ახალშობილთა ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ბარათაშვილი.