გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავის ციხეში გავლენიანმა მსჯავრდებულებმა 35 წლის პატიმარი ცემით მოკლეს. როგორც გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები ამბობენ, გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე პატიმარი მეუღლეს ელაპარაკებოდა, სატელეფონო საუბრიდან დასრულებიდან 10 წუთში კი ქალს პოლიციიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი მეუღლე გარდაცვლილია.
ოჯახის წევრები, რომლებსაც ამ ეტაპზე ვინაობის გამხელა არ სურთ, ამბობენ, რომ პოლიციას დამატებითი დეტალები არ უთქვამს.
ჩვენი ინფორმაციით კი საქმე ეხება ფულის აგროვებას, ე.წ. “ობშიაკს”. ამ საკითხზე საუბრობს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძეც, რომლის ცნობითაც, მკვლელობა შურისძიების მოტივით მოხდა.
წყარო: მთავარი ტვ