სენაკში, სოფელ ბეთლემთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით “გურია ნიუსისთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის, ბაბუა და შვილიშილია.
“როგორც ვიცი, სტუმრად იმყოფებდნენ. გარდაცვლილებს შორის, ბაბუა და შვილიშვილია”,-განუცხადა „გურია ნიუსს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
შეგახსენებთ, რომ ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა, 2 დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილები.
ავტორი: ჯემალ ღამბაშიძე