ცოტა ხნის წინ გამოცემა „ფორბსმა“ გარდაცვლილი ვარსკვლავების რეიტინგი შეადგინა, თუმცა ყოფილი დიდება მათთვის მილიონების მოტანას დღემდე აგრძელებს.
რეიტინგის პირველი ადგილი “ჰოლივუდის” ვარსკვლავმა ელიზაბეტ ტეილორმა დაიკავა. სხვადასხვა გამოთვლებით ელიზაბეტ ტეილორის მემკვიდრემ, მხოლოდ გასულ წელს, 210 მილიონი დოლარი მიიღო.
მსახიობს რეიტინგში მისი მეგობარი მაიკლ ჯექსონი მოჰყვება. მომღერლის შარშანდელმა ჰონორარმა უკვე 145 მილიონი დოლარი შეადგინა.
55 მილიონი დოლარით, შემდეგ ადგილზე, “როკ-ნ-როლის” მეფე ელვის პრესლი მოდის.
მეოთხე ადგილას, კარიკატურისტი ჩარლზ შულცია. ბიჭ ჩარლზ ბრაუნისა და მისი ცნობილი ძაღლის სნუპის კომიქსების ავტორი 37 მილიონი დოლარით იკავებს ამ ადგილს.
მეხუთე ადგილს, 17 მილიონი დოლარით, ცნობილი მომღერალი ბობ მარლი იკავებს. რეიტინგში შევიდნენ ჯონ ლენონი, მერლინ მონრო, ჯორჯ ჰარისონი და ცნობილი მეცნიერი ალბერტ აინშტაინიც.
ავტორი