უბედური შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ ხულოში.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით,მძიმე ტექნიკა ხევში გადავრდა. მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
როგორც “გურია ნიუსს” ხულოს მერმა განუცხადა, გარდაცვლილი 29 წლის მამაკაცია.
ვახტანგ ბერიძის თქმით, შემთხვევა გოდერძის უღელტეხილთან მისვლმდე მოხდა.