ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ჩვილია.
ავარიაში ერთი ოჯახის 5 წევრი მოჰყვა, საიდანაც სამი – ორი ბავშვი და მამა დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
როგორც ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში აცხადებენ, საავადმყოფოში შეყვანისას 3 თვის ბავშვები უკვე გარდაცვლილი იყვნენ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსაგზაო შემთხვევისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წყარო: რუსთავი2