„გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების განყოფილების უფროსად ვალერიან ჯინჭარაძე დაინიშნა.
აქამდე ის ამავე სამსახურში სპეციალისტად მუშაობდა.
აღნიშნული თანამდებობა, კარგა ხნის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჯინჭარაძის წინამორბედმა, ალექსი გოგალაძემ დატოვა, ვაკანტური იყო.