ორი დღის წინ, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გურიის განყოფილების უფროსი, ალექსი გოგალაძე გაათავისუფლეს.
„გურია ნიუსის“ არაერთი ზარის მიუხედავად, გოგალაძემ არ გვიპასუხა.
აღნიშნული დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ გოგალაძე ახლა შვებულებაში იმყოფება, თუმცა დაწერა განცხადება გათავისუფლების შესახებაც.
_ის ქარელიდან არის. განაცხადა, რომ გურიაში მუშაობა მისთვის არ იყო ხელსაყრელი და ურჩევნია, სადმე საცხოვრებელლ ადგილთან ახლოს იმუშაოს, თუ ასეთი სამსახური გამოჩნდება, – გვიტხრეს აღნიშნულ სამსახურში.
„გურია ნიუსის” კითხვაზე, ვინ დაინიშნება გოგალაძის ნაცვლად გურიაში, გვითხეს, რომ ამ ადგილზე კანდიდატურა კონკურსის წესით შეირჩევა.