არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოს“ დამფუძნებელი ირმა გორდელაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„სამწუხაროდ მდინარე სუფსა გადაირია და დაარტყა სანაპირო სოფლებს, მეწყერული მოვლენებია, დატბორილი ეზოები და მსხვერპლიც. გარემოზე უდიერი დამოკიდებულება სავალალოდ გვიბრუნდება. ყველაზე დაჩაგრული მდინარე სუფსაა, სადაც წლებია გურიის სამივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქვა-ღორღის ვანდალური მოპოვება-ტაციაობა მიმდინარეობს, მდინარის სანაპირო ზოლი იავარქმნილია, არ არსებობს ჯებირები, არ მიმდინარეობს საჭირო ლოკაციებზე მდინარის გასწირხაზოვნება ….და სუფსამ დააბრუნა უკან ადამიანთა სიბრიყვე.“ – წერს ირმა გორდელაძე.