19 ნოემბერს თიბისი უმასპინძლებს ონლაინ ბიზნესფორუმს, სადაც მთავარი სპიკერი ანტრეპრენერი, VaynerX-ის დამფუძნებელი გარი ვაინერჩუკი იქნება.
გარი ვაინერჩუკი საკმაოდ ცნობილი ადამიანია ციფრულ მარკეტინგსა და სოციალურ მედიაში, ის არის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი საკომუნიკაციო და სარეკლამო კომპანიებისა VaynerX და VaynerMedia. მისი კომპანიების სათაო ოფისები მდებარეობს ნიუ-იორკში და ისინი ემსახურებიან Fortune 100-ის სიაში მყოფ ბიზნესებს თავიანთი 4 ლოკაციიდან, რომლებიც მსოფლიოს სხვასხვა ქვეყანაში მდებარეობს.
ვაინერჩუკი ბელორუსიული წარმომავლობის ამერიკელია, რომელმაც 90-იან წლებში ოჯახის კუთვნილი სასმელების მაღაზია მრავალმილიონიან ბიზნესად აქცია და ამისთვის მან ელექტრონული კომერცია და ინტერნეტის შესაძლებლობები გამოიყენა. ასე შეიქმნა მისი პირველი კომპანია Wine Library. ის ასევე არის რესტორნების სარეზერვაციო აპის Resy-ს შემქმნელი. მაგრამ ეს ყველაფერი არასრული ჩამონათვალია იმასთან შედარებით, რასაც ვაინერჩუკი აკეთებს. ის ცნობილი სპიკერი, პოდკასტების სერიის და არაერთი წიგნის ავტორია, რომლებიც ნიუ-იორკ თაიმსის ბესტსელერებად დასახელდა. ის ატარებს მასტერკლასებს და ტრენინგებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ძირითადად ციფრული კომუნიკაციისა და მარკეტინგის შესახებ.
მისი მოსმენის შესაძლებლობა პირველად მიეცემა ქართველ აუდიტორიას, გარი ვაინერჩუკი თიბისის ბიზნესფორუმის სტუმარია, რომელზეც მას ექნება Q&A სესია, სადაც ის აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხებს.
ამას გარდა ბიზნესფორუმზე სხვა არანაკლებ საინტერესო სპიკერების მოსმენასაც შეძლებთ. ბიზნესფორუმზე დასასწრები რეგისტრაციის ლინკი კი, თიბისის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდება. (R)