“ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი აღარ არის. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. როგორც პარტია ,,ქართული ოცნებაში“ აცხადებენ, კვირიკაშვილმა აღნიშნული თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა.
ყოფილი პრემიერის წასვლასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა. როგორც თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, კვირიკაშვილის გარიცხვის შესახებ საუბარი სწორი არ არის. ამასთან, ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილება პოლიტიკური საბჭოს დატოვების შესახებ ლოგიკურია.
,,გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს დატოვების შესახებ, რაც, ჩემი აზრით, ლოგიკური გადაწყვეტილებაა და მიმდინარეობს პროცედურები ახალი პრემიერით მისი ჩანაცვლების შესახებ პოლიტსაბჭოში“, _ უთხრა ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა.