„გარიცხვა ცუდი სიტყვაა. ფაქტია, რომ პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა”, _ ეს განცხადება, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.
ვოლსკი სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ეკა ბესელია თავისი გადადგომის წინაპირობაზე საუბრისას მოსამართლეების საკითხით აპელირებს.
„გარიცხვა ცუდი სიტყვაა. ფაქტია, რომ პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა. ვფიქრობ, რომ ჩვენი პიროვნული დამოკიდებულების მიუხედავდ, ჩვენი შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად განსხვავდება. არავინ ფიქრობს, რომ სასამართლოს შემადგენლობის თემაზე მომხდარიყო ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც სახელმწიფო ინტერესებს დაუპირისპირდებოდა. სამწუხაროა, რომ ამ თემით აპელირებს ეკა ბესელია, როდესაც თავის გადადგომის წინაპირობას ახასიათებს. არც არაგულწრფელი მიმაჩნია მის მოქმედებები და არც სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ. ვფიქრობ, შეცდომაა და შეცდომაზე ღიად უნდა ვისაუბროთ. ალბათ ასეთი პოზიციებით ჩვენ გუნდში ერთად ვერ დავრჩებით. როგორი ფორმით მოხდება დაცილება ან საერთოდ მოხდება თუ არა, ამას მომავალი გვიჩვენებს. შესაძლოა, რაღაც პოზიციებიც დავაახლოვოთ ან უკეთ გავერკვეთ შექმნილ ვითარებაში, როგორც ადრე გედევან ფოფხაძის შემთხვევაში”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.