შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, იორდანიის მოქალაქე დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სისტემატურად ახორციელებდა გარყვნილ ქმედებას საკუთარი არასრულწლოვანი ქალიშვილების მიმართ და მათზე ფიზიკურადაც ძალადობდა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულის შესახებ არასრულწლოვნები მოუყვებოდნენ სხვა პირებს, ბრალდებული სამივე შვილს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, _ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.



































































