საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გარყვნილი ქმედების ბრალდებით არასრულწლოვანი, ხოლო მასზე ძალადობის და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით 1 პირი 1989 წელს დაბადებულ ბ.ქ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულმა არასრულწლოვანმა სხვა არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა, რის შემდეგაც მას ძალადობისთვის ბრალდებულმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ ყურის არეში დაზიანებები მიაყენა.
პოლიციამ დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, 126-ე და 117-ე მუხლებით აწარმოებს.